ბასილ კობახიძე

7 Apr. 2020, 19:01

მიტროპოლიტ პეტრეს უსამართლოდ მოექცნენ, ყოველგვარი საეკლესიო კანონების დარღვევით. მაგრამ საეკლესიო კანონები არავის აინტერესებს, რადგან პატრიარქი, როგორც აღმოსავლელი მონარქი, ისე მართავს ეკლესიას — რასაც უნდა იმას გააკეთებს, ვისაც უნდა გააგდებს. რაც შეეხება ბრალდებებს სექსუალურ გარყვნილებაზე, ილია მეორეს ძალიან ბევრი ცოდვა და ბოროტება აქვს გაკეთებული, ახლაც უდიდეს ბოროტებას სჩადის, მაგრამ მე ვიყავი მისი ახლო თანამშრომელი წლების განმავლობაში, ვუყურებდი მის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას და შემიძლია ვთქვა, რომ ის არ არის არც ჰომოსექსუალი, არც ქალები ჰყოლია საყვარლად, ამ მხრივ ბერობის აღთქმას ასრულებდა. ის ერთადერთ აღთქმას ასრულებდა პატიოსნად, უბიწოების აღთქმას. ამიტომ, არ მესმის რა საჭიროა ტყუილების მოგონება, როცა პატრიარქს უამრავი დანაშაული და ბოროტი საქმე აქვს გაკეთებული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ