დატვირთვის შესამცირებლად YouTube-ზე ვიდეოები 480p-ში გაეშვება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რამდენიმე დღის წინ YouTube-მა განაცხადა, რომ ვიდეოების ხარისხი ევროპის მასშტაბით შეიზღუდებოდა, რათა კონტინენტის ინტერნეტს კორონავირუსით გამოწვეული დატვირთვისათვის გაეძლო.
დღეს ცნობილი ხდება, რომ იუთუბის ეს შეზღუდვა მთელ დედამიწაზე გავრცელდება.
სამშაბათიდან იუთუბი სტანდარტულ გარჩევადობად 480p-ს დააყენებს, მიუხედავად თქვენი ინტერნეტის სიჩქარია. შეზღუდვა ყველას შეეხება და სავარაუდოდ 30 დღე გაგრძელდება, თუმცა იუთუბი არც მის გახანგრძლივებას გამორიცხავს.
რაღა თქმა უნდა, სურვილისამებრ ვიდეოს ხარისხის გაზრდა ისევ შეგეძლებათ, თუმცა, ვიდეოების ავტომატურად 480p-ში ჩართვა ქსელის დატვირთვას მაინც ამცირებს.
იუთუბი ერთადერთი არაა ვინც ასეთ ნაბიჯს დგამს. გასული კვირის განმავლობაში ევროპაში ვიდეობის ხარისხი სხვა სტრიმინგ სერვისებმაც შეამცირეს.
კომენტარები