კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ევროპაში, იზოლაციაში მყოფ ადამიანთა რიცხვი მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ კონტინენტის ინტერნეტის ხაზი ზედმეტად იტვირთება.

YouTube-ის განცხადებით, ვიდეობის ხარისხი ევროპის მასშტაბით დროებით დაიკლებს — "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვეცდებით, რომ ევროპის მასშტაბით ვიდეობის მიწოდება დაბალ ხარისხში მოხდეს".

გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ტიერი ბრეტონმა, ევროპის ინდუსტრიულმა ხელმძღვანელმა, პლატფორმებს დახმარებისაკენ მოუწოდა.

იგივე გადაწყვეტილება მიიღო Netflix-მაც, რომელმაც სტრიმების ხარისხი დროებით შეამცირა.