პრეზიდენტი: როცა რაიმე ტიპის ზეწოლა იქნება ადვოკატებზე, მე განსაკუთრებით მხარს გიჭერთ
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტი
დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატთა ასოციაციაში სიტყვით გამოსვლისას, ადვოკატთა კორპუსს მისი პატივისცემა და მხარდაჭერა დაუდასტურა.
გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახლებული სასწავლო ცენტრი გახსნა.
მისი განცხადებით, მათი საქმიანობის განხორციელების პროცესში, რაიმე ზეწოლის შემთხვევაში, იგი ყოველთვის მხარს დაუჭერს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობას და ვალდებულებას:
"თქვენ იცავთ სწორედ იმას, რის დაცვასაც საქართველოს კონსტიტუცია მეც მავალებს - ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანის უფლებაა მიიღოს სამართლიანი სასამართლო.
ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რაიმე ტიპის ზეწოლა იქნება ადვოკატებზე, თავიანთი საქმიანობის განხორციელების პროცესში, მე განსაკუთრებით მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვდგავარ და მზად ვარ გავაკეთო შესაბამისი პოლიტიკური განცხადებები, რადგან ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ.
ჩემი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვაშია, რეალურად, ყოველდღიურობაში კი, ამას ახორციელებთ თქვენ და თქვენზე ნებისმიერ ზეწოლას, მე განვიხილავ იმ ღირებულებებზე ზეწოლად, რომელთა დაცვასაც მეც და თქვენც გვავალებს კონსტიტუცია.
თქვენ ბევრი რამე გადაიტანეთ. ჩვენ გვსმენია იმ ადვოკატების შესახებ, რომელთაც სისტემა ხშირად ძალიან ბრუტალურად ექცეოდა და გვსმენია იმის შესახებაც, როგორ მტკიცედ ერთიანდებოდით თქვენ მათ დასაცავად".
პროექტი “იურიდიულ პროფესიაში შესვლის, ახალი სტანდარტების დანერგვის რეფორმის მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერა’, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, მიზნად ისახავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებასა და ადვოკატის სავალდებულო სტაჟირების სისტემის დანერგვის ხელშეწყობას.
სასწავლო ცენტრში სტუმრობისას გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პროფესიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით დააჯილდოვა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები