პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ბიოგრაფია
ფოტო: ქართული ოცნება
ქართულმა ოცნებამ დღეს გამართულ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს წარადგენს. ის 2015 წლიდან ამავე პარტიის აღმასრულებელი მდივანია.
განათლება
38 წლის ირაკლი კობახიძე პროფესიით იურისტია. ქართული ოცნების ინფორმაციით, მან იურიდიული განათლების მიღება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წელს დაიწყო. 2002–2005 წლებში გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრის კვალიფიკაცია მიიღო, ხოლო 2006 წელს ამავე უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება აკადემიური მიმართულებით
ირაკლი კობახიძე 2005–დან 2012 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად მუშაობდა, 2009–2010 წლებში კი ამავე სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად.
საქართველოს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სხვა სასწავლებლებთანაც. 2007–2008 წლებში ის იყო თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 2011– 2013 წლებში კი საქართველოს უნივერსიტეტი მოწვეული ლექტორი.
ირაკლი კობახიძე 2011–2014 წლებში ასევე ასწავლიდა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლაში როგორც ასოცირებული პროფესორი.
ქართული ოცნების ინფორმაციით, ის თსუ–ს 2014 წლის აგვისტოში დაუბრუნდა როგორც ასოცირებული პროფესორი და ამ დრომდე იქ მუშაობს.
სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში
ირაკლი კობახიძის პირველი სამსახური საერთაშორისო ორგანიზაციაში დაიწყო 2000 წელს. ის 200–2001 წლებში იყო USAID/Overseas Strategic Consulting Ltd–ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში.
2006–2008 წლებში ის მუშაობდა ექსპერტად ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში. კობახიძე გაეროს განვითარების სხვადასხვა პროგრამაში იყო დასაქმებული მენეჯერულ პოზიციაზე 2014 წლის ჩათვლით. 2011–2012 წლებში ის ასევე იყო ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.
კობახიძე 2011–2012 წლებში ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრიც იყო.
პოლიტიკური კარიერა
ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური კარიერია ქართულ ოცნებაში დაიწყო. მას აქ 2015 წლის იანვრიდან უკავია აღმასრულებელი მდივნის პოზიცია, ასევე არის პოლიტიკური საბჭოს წევრი.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები