რუსული გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, საავადმყოფოდან გაწერეს ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა. გაწერილი კაცის ცოლ-შვილი კი 14 თებერვლამდე კარანტინში დარჩება.

"პაციენტი გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს", — განაცხადეს იმიერბაიკალეთის მხარის ოფიციალურმა პირებმა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, სერგეი იურჩუკმა აღნიშნა, რამდენიმე ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტს ვირუსი არ აქვს და ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამ ეტაპისთვის რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დაადასტურეს.

12 თებერვლის მონაცემებით კორონავირუსით 1 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირებულთა რიცხვი 45 ათასს აღწევს.