ბიბლიოთეკამ ფლორა და ფაუნის 150 000 ილუსტრაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა
ფოტოგრაფიის შესაბამისად განვითარებამდე ჩვენ გარშემო არსებული ბუნების შესახებ ინფორმაციას მხატვრების ილუსტრაციებიდან ვიღებდით. ეს ილუსტრაციები გამოიყენებოდა როგორც სამეცნიერო სტატიებში, ისე ბიოლოგიის წიგნებსა და სახელმძღვანელოებში.
ახლა კი ბიომრავალფეროვნების მემკვიდრეობის ბიბლიოთეკეამ Flickr-ზე შექმნა ინტერნეტ გალერეა, სადაც 150 000 ასეთი ნახატია შეტანილი.
ილუსტრაციები ერთგვარი ფანჯარაა წარსულში, რომელიც გვაჩვენებს, როგორ ასურათებდნენ ბუნებას 1400-იანი წლებიდან მოყოლებული მეოცე საუკუნემდე.
ილუსტრაციების გარდა, ბიომრავალფეროვნების მემკივდრეობის ბიბლიოთეკაში ძველი ფოტოებიც შეგიძლიათ იხილოთ. ეს ფოტოები კარგი ილუსტრაციაა იმისა, როგორ მიმდინარეობდა ცხოველების ქცევის შესწავლა ზოოპარკებში და ველურ ბუნებაში.
ილუსტრაციები მხოლოდ ესთეტიკური სილამაზისთვის არ ინახებოდა. მცენარეები დროთა განმავლობაში იცვლებიან, ამ მორფოლოგიური ცვლილების დანახვა კი ყველაზე კარგად სხვადასხვა დროს შესრულებული ილუსტრაციების დახმარებით შეიძლება.
ბევრისთვის წარსული ილუსტრაციები ჩვენი სოციუმის ცვლილებას ასახავს. ხშირად ძველი ჩანახატებზე და ილუსტრაციებზე იმდროინდელი კულტურული ნორმები ისახება.
მაგალითისთვის, ჯოზეფ ვოლფის დახატული აფრიკული სპილოები ვიქტორიანული ეპოქის ოჯახის არქეტიპის ანალოგიაა — ორი მზრუნველი სპილო შვილს წყალში ელოდება.
"ნახატებზე ასახული ცხოველების ქცევა ნაკლებად შეესაბამება სპილოს რეალურ ქცევას", — წერს ერიკა ჰერმანი — "ეს ილუსტრაცია ვიქტორიანული ოჯახის ანარეკლია".
ნახატზე, უფრო დიდ სპილოს, რომელიც მამრად არის წარმოდგენილი, ეშვები აქვს, ხოლო მდედრი სპილო ზომაში უფრო პატარაა და მას ეშვები არ გააჩნია. რეალობაში, ეშვები ყველა აფრიკულ სპილოს აქვს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბიომრავალფეროვნების ამსახველი ილუსტრაციები ცხოველთა სამყაროს და ეკოლოგიურ პრობლემებზე ცნობადობას გაზრდის.
კომენტარები