ეს უბრალოდ გაჟონილი ინფორმაცია არაა, სამსუნგმა Academy awards-ზე Galaxy Z Flip-ის თიზერი დამსწრე საზოგადოებას სრულად ანახა. სამსუნგის Unpacked ივენთი ხვალ, 11 თებერვლას, ჩვენი დროით საღამოს 11 საათზე გაიმართება.

რას უნდა ველოდოთ Unpacked ღონისძიებიდან? ჩვენი მოლოდინი ასეთია: სამი, ახალი Galaxy S20 სერიის სმარტფონი და Galaxy Z Flip, რომელიც პირველი იქნება მინის კეცვადი ეკრანით. ვიდეოდან ვიგებთ, რომ განსხვავებით Motorola Razr-სა, Z Flip დაკეცილ მდგომარეობაში იდეალურად ბრტყელი არ არის და მოხრის ადგილას ისევე რჩება ადგილი, როგორც ეს Galaxy Fold-ს ქონდა, თუმცა ალბათ უფრო უმნიშვნელოდ.

რეკლამაშივე ჩანს პატარა გაფრთხილება — "You may notice a small crease in the center of the main screen, which is a natural characteristic of the screen." აქედან ზუსტად ვიგებთ, რომ დარჩენილი სივრცე გადაკეცვის ადგილზე ბუნებრივია და მისი ბოლომდე დაბრტყელება არ უნდა ვცადოთ. ასევე რეკლამაშივე ჩანს, რომ სმარტფონი მინიმუმ ორ სხვადასხვა ფერში — წითელსა და შავში წარსდგება მომხმარებლების წინაშე.