გარეთ ცოტა ხმაურია, მაგრამ მუშაობაში ხელს ვერ შეგვიშლის — პარლამენტში მყოფი ვოლსკი აქციაზე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქართული ოცნების ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში ბიუროს სხდომის გახსნაზე თქვა, რომ აქციის გამო "გარეთ ცოტა ხმაურია", თუმცა ეს მათ მუშაობაში ხელს ვერ შეუშლით. სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში ისმოდა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების სასტვენებისა და საყვირების ხმა.
"ბიუროს სხდომას გახსნილად ვაცხადებ, სამწუხაროდ გარეთ ცოტა ხმაურია, მაგრამ ეს არ შეგვიშლის მუშაობაში, ვინაიდან საკითხები, რომლებიც განხილვის დღის წესრიგშია დღეს და შემდგომ სხდომებზეც არის საგანგებო მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ დილის შეკრებაც, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ არანაირად არ უკავშირდება იმ თემას, რომ უმრავლესობას არ აქვს დღის წესრიგზე გარკვეული პოზიციები და თითქოს მთელი ჩვენი ენერგია და აქტივობები არის დაკავშირებული, ან არის შესაბამისობაში მოსაყვანი იმ აქტივობასთან, რასაც ზოგიერთი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატი გარეთ ატარებს", — თქვა გია ვოლსკიმ.
ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომელშიც ოპოზიციის წევრი დეპუტატები კარგად ერკვევიან, "თუმცა არ უნდათ, რომ გაერკვნენ". მისი თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ოპოზიციას ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფია "აყოლილი".
საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციისა და აქტივისტების საპროტესტო აქცია "სირცხვილის კორიდორები" დაიწყო. პროტესტის მონაწილეები ბანერებით და სასტვენებით დგანან. აქტივისტები აპირებენ, რომ პარლამენტში შესულ დეპუტატებს დახვდნენ და ამ ფორმით დისკომფორტი უქმნიან.
"სირცხვილია", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "ბიძინა ვირუსი" — ამ და სხვა პლაკატებით ისინი ორ სხვადასხვა შესასვლელთან, ჩიტაძისა და ჭიჭინაზის ქუჩაზე დგანან.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები