2020 წელს 117 ახალი ემოჯი გვექნება: ტრანს-მეგობრული გმირები, ცხოველები და მისის კლაუსი
უნიკოდის კონსორციუმმა 117 ახალი ემოჯი წარმოადგინა, მათ გამოყენებას Emoji 13.0-ის გამოსვლასთან ერთად შეძლებთ.
პაკეტში, რომელიც მალე გამოვა, 62 ახალი ემოჯია, დანარჩენი კი ძველი ემოჯიების განახლებული ვარიანტებია — ემოჯიებს კანის ალტერნატიული ფერი და გენდერი აქვ.
ვფიქრობ ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ემოჯიების რიცხვს მომღიმარი და თან აცრემლებული ემოჯი დაემატება :')
ზუსტად როდის შევძლებთ ახალი ემოჯიების გამოყენებას არ ვიცით, თუმცა, როგორც წესი, ახალი ემოჯიები შემოდგომაზე გამოდის ხოლმე. სავარაუდოდ ეს წელსაც ასე მოხდება.
წლევანდელ ემოჯი კოლექციაში ტრანსგენდერების საკითხი მნიშვნელოვანია. Google-ის და Microsoft-ის ინიციატივით, ახალი ემოჯიები უფრო მეტად ინკლუზიური იქნება.
გუგლმა, რომელიც გენდერ-ინკლუზიური ემოჯიების დამატებაზე აქტიურად მუშაობს, ასევე წარმოადგინა საქორწინო სამოსში გამოწყობილი სხვადასხვა სქესის და გენდერის ემოჯიები. ამჟამად ამ კატეგორიაში საქორწინო გვირგვინი მხოლოდ ქალს ახურავს, სმოკინგში გამოწყობილი ემოჯი კი მხოლოდ კაცია.
ცვლილებების ინიციატორი მხოლოდ გუგლი და მაიკროსოფტი არ ყოფილან. კონსორციუმისთვის საკუთარი შეთავაზებების დარეგისტრირება ყველას შეუძლია.
კომენტარები