ტრადიციულად, პირადი ანგარიშების მართვა ხშირად ასოცირდებოდა ბანკებში სიარულთან, დახარჯულ დროსთან და გაუთავებელი რაოდენობის ფურცლებზე ხელის მოწერასთან. თუმცა, ინტერენტბანკის განვითარებასთან ერთად საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული შეხედულებები იცვლება — თანაც სწრაფად.

ზოგიერთ ჩვენგანს ემახსოვრება დრო, როდესაც ყოველი პატარა ტრანზაქციის, გადახდის თუ რაიმე სხვა ოპერაციის განხორციელებისას შენი ბანკის ყველაზე ახლო ფილიალის ძებნა გიწევდა.

თუმცა, ახლა უკვე მიჭირს დავასახელო საბანკო ოპერაცია, რომელსაც ინტერნეტ და მობაილბანკით ვერ განვახორციელებ.

რას ცვლის ინტერნეტბანკი?

ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი ცხოვრების მრავალი სხვადასხვა ასპექტი იმაზე ბევრად უფრო ადვილად ვაკონტროლოთ, ვიდრე ოდესმე. ინტერნეტბანკიც სწორედ ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი თანამედროვე მიდგომების, ბიზნეს საჭიროებებისა და ინდივიდუალური ადამიანის მოთხოვნების სრული გათვალისწინებითაა შექმნილი. აქ თითოეულ ფუნქციასა და პარამეტრს თავისი დანიშნულება აქვს.

დრო, როდესაც უმარტივესი საბანკო გადარიცხვისთვის ოფისიდან ნახევარი დღით გასვლა გიწევდათ, წარსულს ჩაბარდა. თანხის ნებისმიერი მიმართულებით გადარიცხვას სულ რამდენიმე წამი სჭირდება. ხოლო თუ ავტომატურ გადახდებსა და გადარიცხვებს დააყენებთ, ეს რამდენიმე წამიც აღარ დაგეხარჯებათ.

ბარათების შეკვეთა, ანგარიშების გახსნა, სესხებისა და ანაბრების მართვა, — შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის ძირითადი ფუნქცია, რაც თქვენი ფინანსებისა თუ ვალდებულებების სამართავად გჭირდებათ, ახლა ერთ საიტსა და აპლიკაციაშია თავმოყრილი.

ბიზნესის მართვა რთულია, თუმცა ინტერნეტბანკი საქმეს შეგიმსუბუქებს

ბიზნეს ინტერნეტბანკის გამოყენებით შენი კომპანიის ფინანსებსაც უფრო ეფექტიანად გაუმკლავდები. ახლახან განახლებული, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დასახებული ბიზნეს ინტერენტბანკი შენი საჭიროებების გათვალისწინებით, დიდი ყურადღებით იქმნებოდა.

დანერგილი ერთიანი იდენტიფიკაციის სისტემის დამსახურებით შეგიძლია, რომ ერთდროულად, ერთი ანგარიშიდან რამდენიმე სხვადასხვა კომპანიის ფინანსები მართო. ამის საშუალებით ბიზნეს ინტერნეტბანკი შენი კომპანიების სამართავ პულტად იქცევა.

რა თქმა უნდა, აუცილებელია ყურადღების გამახვილება უსაფრთხოების სისტემაზეც, ბიზნეს ინტერნეტბანკში ავტორიზაციის ორ მეთოდს შორის შეგიძლია არჩევანის გაკეთება: მარტივი — უბრალოდ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, ან რთული — მომხმარებლის სახელით, პაროლითა და ერთჯერადი კოდით.

განახლებულ ინტერნეტბანკში კომპანიის დირექტორის შესაძლებლობებიც გაფართოვდა. მას შეუძლია სურვილისამებრ გადაუნაწილოს უფლებები თავის თანამშრომლებს. ეს ალბათ ძალიან ბევრს გაახარებს, რადგან ამისათვის აქამდე ბანკში ვიზიტი და მინდობილობის გაფორმება იყო საჭირო.

ერთი ფუნქცია, რომელიც განსაკუთრებით გამოსადეგია, Swift Tracking-ია. ამის საშუალებით შეძლებთ თვალი თქვენს ტრანზაქციას პირდაპირ რეჟიმში ადევნოთ და ნახოთ, თუ რა ეტაპზე იმყოფება გადარიცხვის პროცესი ამა თუ იმ მომენტში.

ინტერნეტბანკით ასევე შესაძლებელია iPay-სა (ამ უკანასკნელზე უფრო დეტალურად ქვევით ვისაუბროთ) და პოს ტერმინალის განაცხადის რეგისტრაცია.

კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ბიზნეს ინტერნეტბანკში თქვენ ვალუტის კონვერტაციას შეღავათიანი კურსით შეძლებთ.

საქართველოს ბანკი ასევე გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენი კომპანიის საბუღალტრო პროგრამა ჩააშენოთ ბანკის API ინტერფეისში და შეასრულოთ ოპერაციები პირდაპირ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

iPay

მათთვის ვისაც შოპინგი უყვარს, ეს ფუნქცია ნამდვილად სასიხარულოა.

iPay სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გზაა იმისათვის, რომ თქვენი გადახდები სრულიად უსაფრთხოდ აწარმოოთ. არ აქვს მნიშვნელობა Mastercard გაქვთ, Visa თუ American Express, აიფეი საშუალებას გაძლევთ მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გაკეთოთ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში.

თქვენ აღარ მოგიწევთ ყოველი ნივთის ყიდვაზე ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა, ამის მაგივრად ავტორიზაციას უბრალოდ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის მონაცემებით შეძლებთ. ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ Mastercard-ის, Visa-სა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay-ს დახმარებით შეეძლებათ განვადება სასურველ პროდუქტზე ნებისმიერი ადგილიდან, ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთონ.

iPay მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც მოსახერხებელია. ის საშუალებას გაძლევთ მარტივად მართოთ გადახდები და გაეცნოთ ანალიტიკურ ინფორმაციას.

ფოტო: Sourav Sarkar

ცალსახაა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ინტერნეტბანკმა საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და უამრავი ადამიანის ცხოვრების სტილი შეცვალა. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება, ამ მომავლის ნაწილი კი თითოეული ჩვენგანი იქნება.