სულ მალე Tinder-ს პოლიციის გამოძახების ფუნქცია დაემატება
Tinder-ს სურს, რომ მის მომხმარებლებს საჭირო დროს პოლიციის გამოძახების ფუნქცია შესთავაზოს. როგორც ჩანს, ხშირია ფაქტები, როდესაც შეხვედრა არასასურველად მიმდინარეობს და სიტუაცია კონტროლიდან გამოდის.
ცნობილი გაცნობის აპლიკაცია ადამიანებს საშუალებას მისცემს საჭირო დროს განგაშის ღილაკი გამოიყენონ, ამის შემდეგ მათ დაუკავშირდებათ ონლაინ ასისტენტი, რომელიც მისწერთ შეტყობინებას, თუ კი შეტყობინება უპასუხოდ დარჩება ასისტენტი დაიწყებს რეკვას, ხოლო თუ კი არც ამაზე იქნება მომხმარებლის მხრიდან რეაგირება, ოპერატორი გამოიძახებს პოლიციას და მათ მომხმარებლის ადგილმდებარეობას შეატყობინებს.
საწყის ეტაპზე ეს ფუნქცია მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ტინდერის მფლობელი კომპანია Match Group თანამშრომლობას Noonlight-თან აპირებს. ეს უკანასკნელი მომხმარებლის ლოკაციის ზუსტად დადგენას და მისი შესაბამისი სამსახურებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს.
ეს ფუნქცია Tinder-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იანვრის ბოლოს გახდება.
ხანგრძლივი კრიტიკის შემდეგ, როგორც ჩანს, ტინდერი განგაშის ფუნქციის აუცილებლობაში დარწმუნდა, რაც იმედია საგრძნობლად შეამცირებს საფრთხისშემცველი შეხვედრების რიცხვს.
კომენტარები