დღეიდან POCO დამოუკიდებელი ბრენდი იქნება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
იმ სმარტფონებს შორის, რომლებიც ფლაგმანური მონაცემებითა და დაბალი ფასით გამოირჩევიან, Pocophone F1 ნამდვილად იმსახურებს მოწინავე ადგილს.
Poco F1-ის უდიდესი წარმატების შემდეგ, ჩვენთვის დღემდე გაურკვეველი იყო, რატომ იკავებდა თავს Xiaomi მისი მომდევნო მოდელის გამოშვებისგან.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, 17 იანვარს Xiaomi-ს ინდოეთის დანაყოფის აღმასრულებელმა დირექტორმა მანუ კუმარ ჯეინმა დაადასტურა, რომ Poco დღეიდან დამოუკიდებელი ბრენდი იქნება და Xiaomi-ს აღარ დაექვემდებარება.
ამ ამბამდე, რამდენიმე ხნით ადრე, ელვინ ციმ (Alvin Tse), Poco-ს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორმა, განაცხადა, რომ 2020 წელს მათგან ბევრ საინტერესო რამეს უნდა ველოდოთ. ახლა კი, როდესაც კომპანია დამოუკიდებელია, ალბათ დადგა დრო, რომ სანატრელ Poco F2-ს ველოდოთ.
კომენტარები