კლიმატის ცვლილება — რამდენად დათბა გასულ ათწლეულში?
ფოტო: Getty Images
მეცნიერები ამბობენ, რომ 2010-2019 წლებში დედამიწაზე დაფიქსირებულმა საშუალო ტემპერატურამ მსგავს მონაცემებთა არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოგვცა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 ყველაზე ცხელ წლებს შორის მეორე ადგილზე იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ უკანასკნელი ხუთწლეული, იმ დროიდან მოყოლებული, რაც წლიური საშუალო ტემპერატურის გაზომვა დავიწყეთ, ყველაზე ცხელი პერიოდი გამოდგა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ გლობალური დათბობა გამოწვეულია სათბურის გაზების გამოყოფით. ორგანიზაციის 2019 წლის ანგარიშში, გლობალური კლიმატის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია, რომ გასული წლის ოქტომბრის ჩათვლით დამუშავებული მონაცემების თანახმად, გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 1850 წელს დაფიქსირებულ ათვლის წერტილად დადგენილ მაჩვენებელს 1.1 გრადუსი ცელსიუსით გადააჭარბა.
კლიმატის ცვლილების შედეგები ექსტრემალური და არანორმალური ამინდით ვლინდება ხოლმე.
ფოტო: Reuters
წელს მსოფლიოს მრავალ წერტილში უჩვეულოდ ძლიერი სიცხე იყო საგრძნობი. სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკაში, აზიასა და ოკეანეთში ბოლოდროინდელ საშუალო ნორმაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ბევრ ადგილას კი ჩვეულებრივზე მეტად ციოდა.
გასული წლის ივნისსა და ივლისში ევროპაში ორჯერ აღინიშნა ძლიერი სიცხე. მაგალითად, 28 ივნისს საფრანგეთში ტემპერატურის ახალი ეროვნული რეკორდი დამყარდა, როცა სიცხემ 46 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. გერმანიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგსა და დიდ ბრიტანეთშიც მაღალი ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ავსტრალიაში კი ზაფხულის საშუალო ტემპერატურა წლის ამავე პერიოდისათვის არსებულ ძველ უმაღლეს მაჩვენებელზე თითქმის ერთი გრადუსით მეტი იყო.
2010 წლიდან მოყოლებული სამხრეთ ამერიკაში ყველაზე მეტი ტყის ხანძარი წელს მოხდა. ასევე უპრეცედენტო მასშტაბის გახლავთ ავსტრალიაში მძვინვარე ხანძარიც, რომლის შედეგადაც მილიონობით ჰექტარი ტყე განადგურდა.
ბოლო ათწლეულში ტემპერატურის რეკორდულ მატებას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია პირდაპირ უკავშირებს ადამიანის მიერ ტრანსპორტის მართვის, ტყის ჩეხვისა და ენერგიის გამომუშავებისათვის ნახშირის წვის შედეგად გამოყოფილ სათბურის გაზებს. 2018 წელს გარემოში ნახშირორჟანგის, მეთანისა და აზოტის ოქსიდების კონცენტრაციამ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია.
ფოტო: BBC
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე გლობალური დათბობის პროცესი უკვე საგრძნობ გავლენას ახდენს ბუნებაზე. 1993 წელს დაწყებული სატელიტური გაზომვებიდან მოყოლებული ცხადი გახდა, რომ ორივე პოლუსზე ყინული მზარდი სიჩქარით დნება და ზღვის დონეც სულ უფრო სწრაფად იმატებს.
სათბურის გაზების გამოყოფის შედეგად წარმოქმნილი სითბო, ძირითადად, ოკეანეში აკუმულირდება. შედეგად, წყლის მჟავიანობა იმატებს და ზღვიდან სულ უფრო ხშირად ვრცელდება სითბური ტალღები. ბუნებისათვის მიყენებული ზიანის გარდა, ტემპერატურის მატება ვნებს ადამიანებს. მაგალითად, გამორჩეულად ძლიერი სიცხე განსაკუთრებით სარისკოა ხანდაზმულებისთვის.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის, პეტერი ტაალასის თქმით, "კლიმატის ცვლილების შედეგები ყოველდღიურად ვლინდება ექსტრემალურ და არანორმალურ ამინდში. და როგორც წინა წლებში, 2019-შიც კლიმატისა და ამინდის ცვლილებებით გამოწვეულმა პრობლემებმა ძლიერ დაგვაზარალა. მაღალი ტემპერატურა და წყალდიდობები, რომლებიც საუკუნეში ერთხელ ხდებოდა ხოლმე, ახლა ჩვეულებრივ მოვლენებად იქცა. ბაჰამის კუნძულებიდან დაწყებული, იაპონიისა და მოზამბიკის ჩათვლით, მრავალ ქვეყანას დამანგრეველი ტროპიკული ციკლონები დაატყდა თავს. ხანძრებმა გააჩანაგა არქტიკა და ავსტრალია".
"ის, რაც საუკუნეში ერთხელ ხდებოდა ხოლმე, ახლა ჩვეულებრივ მოვლენებად იქცა", — ამბობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი.
ფოტო: Getty Images
1980-იანი წლებიდან მოყოლებული ყოველი მომდევნო ათწლეული წინამორბედზე თბილი იყო. ამ მონაცემმა არაერთი მკვლევარი ააღელვა. "შემაძრწუნებელია, რომ 2019 წელს კლიმატის ცვლილებამ უკვე გამოიწვია ადამიანების დაღუპვა, ჯანმრთელობის გაუარესება, საკვების ნაკლებობა და მოსახლეობის მიგრაცია", — აღნიშნავს დოქტორი ჯოანა ჰაუსი ბრისტოლის უნივერსიტეტიდან, — "მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერ-კლიმატოლოგი ვარ და ვიცი დღევანდელი ვითარება და პროგნოზები, ამ ყოველივეს მაინც ღრმად განვიცდი. კიდევ უფრო შემაძრწუნებელი ისაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ცოტა რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და შემუშავებული გვაქვს პრობლემის გადაჭრის გზები. ახლა რაც გვჭირდება, დაუყოვნებლივი მოქმედებებია".
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიში მადრიდში დეკემბერში გამართულ კლიმატის გლობალურ სამიტზე გამოქვეყნდა. მონაწილეებმა ორი კვირა დაუთმეს მსჯელობას, რომელიც მიზნად ისახავდა ნახშირბადის გამოყოფის შემცირებაზე საყოველთაო პასუხისმგებლობის ამაღლებას.
ზოგიერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიში დაეხმარება მათ, მეტად კონცენტრირდნენ კლიმატის ცვლილებების ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაზე. "ჩვენი უკვე ვიცით, რომ ტემპერატურა რეკორდულად იმატებს. უმოქმედობის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ ზიანს უნდა ველოდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევწყვიტოთ წიაღისეული საწვავის გამოყენება", — ამბობს საქველმოქმდო ორგანიზაციის, Christian Aid, წარმომადგენელი, დოქტორი კეტ კრამერი, — "კარგი ამბავი კი ისაა, რომ განგაშის ზარი მადრიდის კლიმატური სამიტის დასაწყისშივე გაისმა და დელეგატებს არ აქვთ პროცესის შეჩერების ან დაყოვნების საბაბი; მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეცნიერება აცხადებს, რომ სასწრაფო ზომებია მისაღები".
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
კომენტარები