დღეიდან Spotify ფლეილისტებს თქვენი შინაური ცხოველებისთვისაც დაგიმზადებთ
Spotify ახალი ფუნქცია წარმოგვიდგინა, რომელიც თქვენი შინაური ცხოველისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, ფლეილისტებს დაამზადებს.
სპოტიფაის თქმით, გენერირებული ფლეილისტები ჩვენს მიერ მოსმენილი სიმღერებისგან იქნება შედგენილი და ის ორივესთვის, პატრონისთვისაც და ცხოველისთვისაც სასიამოვნო მოსასმენი იქნება.
იმისათვის, რომ ჩვენი ოთხფეხა (ან ორფეხა) მეგობრისთვის ფლეილისტი გავაკეთოთ, სფოთიფაის ვებგვერდს უნდა ვეწვიოთ. აქ 5 ცხოველიდან (იგუანა, კატა, ფრინველი, ძაღლი და ზაზუნა) ერთ-ერთს აირჩევთ. Spotify რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, რათა მან თქვენი შინაური ცხოველი უკეთ გაიცნოს. შემდეგ კი გენერატორი ეცდება ის სიმღერები აარჩიოს, რომლებიც შენ, შინაური ცხოველის პატრონს მოგეწონება, ხოლო სიმღერების ხასიათი, მრავალფეროვნება და სიჩქარე შენი ცხოველის ხასიათის იმ მახასიათებლებით იქნება განპირობებული, რომლებიც აირჩიე.
საბოლოოდ კი თქვენი ცხოველის სახელისა და ფოტოს ატვირთვაც შეგეძლებათ, რისი გამოყენებითაც სპოტიფაი ფლეილისტის ფოტოს დაამზადებს.
ეს კამპანია ალბათ უფრო ცდნობადობის ასამაღლებლადაა წამოწყებული, რაც Spotify-ს აქამდეც კარგად გამოსდიოდა, ამის გამო ის თავის კონკურენტებთან შედარებით ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო.
ამჟამად Spotify მსოფლიოში მუსიკის ყველაზე პოპულარული სტრიმინგ სერვისია.
კომენტარები