ჯეინ ფონდას ორგანიზებულ აქციაზე ამჯერად ხოაკინ ფენიქსი დააკავეს
ფოტო: Paul Morigi/Getty Images
5 იანვარს ლოს-ანჯელესში გამართულ ოქროს გლობუსის 77-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ამერიკელ მსახიობს, ხოაკინ ფენიქსს მხატვრულ ფილმში კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო გადასცეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ვაშინგტონში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააპატიმრეს.
როგორც უკვე ვიცით, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯეინ ფონდა 2019 წლის ოქტომბრიდან ყოველ პარასკევს ვაშინგტონში გამართულ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს, რომელთა ფარგლებშიც კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო მექანიზმების უფრო მასშტაბურად გამოყენებას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ ამ აქციების გამო 82 წლის მსახიობი ჯეინ ფონდა არაერთხელ დააპატიმრეს აქციის გამართვის წესების დარღვევის ბრალდებით, მათ შორის ჯერჯერობით უკანასკნელად და მეხუთედ 20 დეკემბერს დააკავეს.
გასულ პარასკევს, 10 იანვარს ტრადიციულ ყოველკვირეულ საპროტესტო აქციას კი ამჯერად ხოაკინ ფენიქსიც შეუერთა, რომელიც სხვა ათეულობით დემონსტრანტთან ერთად მოგვიანებით დააკავეს. მანამდე მსახიობმა მოასწრო, რომ დემონსტრანტებისთვის სცენიდან სიტყვით მიემართა:
"ხანდახან არ ვიცით, როგორ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, მაგრამ არის რაღაც, რაც შეგვიძლია დღესვე გავაკეთოთ — სწორად ავირჩიოთ ის, თუ რას შევჭამთ და მოვიხმართ".
ხოაკინ ფენიქსი ცხოველების ცნობილი უფლებადამცველია, რომელმაც წლევანდელ ოქროს გლობუსზე უცხოური პრესის ასოციაციას მადლობა საჯაროდ გადაუხადა, რომ ცერემონიის ფარგლებში მხოლოდ ვეგანური საკვები იყო წარმოდგენილი:
"ძალიან გაბედული გადაწყვეტილებაა, რომ ამ საღამოს მხოლოდ მცენარეული საკვების მირთმევა შეგვეძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ყველასთვის", — განაცხადა მსახიობმა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები