აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია — ქარტიის საბჭო
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმიანება აჭარის ტელევიზიაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. მათი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.
"ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად ქართული ოცნების ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს", — წერია განცხადებაში.
ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას.
"უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის", — აცხადებენ საბჭოში.
18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დირექტორის ასარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მეოთხე კონკურის შეჩერება, ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი კოხრეიძემ მოითხოვა. აქედან გამომდინარე კონკურსის ვადა ზუსტად ორი დღით გახანგრძლივდა და დღეს 20 ნოემბრის, 18 საათზე იწურება.
გიორგი კოხრეიძე ამტკიცებდა, რომ მესამე კონკურსის გამარჯვებულია და სწორედ ამიტომ მიმართა სასამართლოს. ის დირექტრის შესარჩევ წინა ორ კონკურსშიც მონაწილეობდა და ხმები არ მიუღია, მესამე ცდაზე კი საბჭოს ორი წევრის მხარდაჭერა მიიღო. იმ დღეს საბჭოს ხუთივე წევრი ესწრებოდა სხდომას, თუმცა ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილობა არ მიიღო. კოხრეიძე ამტკიცებდა, რომ რადგან გობაძემ უარი თქვა კენჭისყრაზე ის დამსწრის სტატუსით უნდა განეხილათ და არა საბჭოს წევრის, ამ შემთხვევაში კი გამოდიოდა რომ მას საბჭოს წევრების უმრავლესობის, ანუ 4 დამსწრედან 2-ის ხმა ჰქონდა და დირექტორი იყო.
რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს ახალ წევრებს, ესენი არიან: თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი. დოლიძე და სტურუა ქართული ოცნების კანდიდატები იყვნენ, წილოსანი კი, დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით გავიდა. არხის თანამშრომლების ნაწილმა მრჩეველთა საბჭოს შერჩეული კანდიდატების მიმართ უნდობლობაზე განცხადება გაავრცელა და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეებზე ისაუბრა.
ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში
19 აპრილს ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და ქართული ოცნების დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დირექტორი მოვალეობას ვერ ასრულებდა, რაც პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და ტელევიზიაში ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებში გამოიხატებოდა.
იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა. პროცესებს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩო საქართველოში.
ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არხი პირველად მოხვდა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორც ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები