პარლამენტის ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. სპეცრაზმმა პარლამენტის ყველა შესასვლელს პიკეტი მოხსნა.

პარლამენტის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ სხდომა, დაახლოებით, 1 საათში დაიწყება.

პარლამენტის პიკეტირების გამო 15:00 საათზე ჩანიშნული ბიუროს სხდომა ვერ ჩატარდა, მანამდე ვერ ჩატარდა ვერც კომიტეტების სხდომები. დემონსტრანტები დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.