10 მიზეზი, რატომაც ჰიბრიდული მანქანის ყიდვა კარგი იდეაა
ჰიბრიდული მანქანები დღითი დღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ამას, რა თქმა უნდა, თავისი ახსნა აქვს. ადამიანები ტრადიციულ მანქანებს ჰიბრიდებს სხვადასხვა მიზეზის გამო ამჯობინებენ, ამ მიზეზებს კი ამ სტატიაში ჩამოგითვლით.
1. იმიტომ, რომ ბევრ დროს საცობში ატარებ
დღის დატვირთულ საათებში, ან დღის ნებისმიერ დროსაც კი, ჩვენ საცობებში დაყოვნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვიწევს. ჰიბრიდული მანქანის ძრავი უძრავად ყოფნისას თითქმის სულ გამორთულია, რის გამოც საბოლოო ჯამში დიდი რაოდენობის საწვავს დაზოგავთ.
2. ჰიბრიდები უფრო ადვილად გაყიდვადია
ჰიბრიდები ღირებულებას უფრო დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ, შესაბამისად, თუ გარკვეული დროის შემდეგ მანქანის გაყიდვა ან მისი ჩანაცვლება მოგინდებათ, ჰიბრიდის ყოლის შემთხვევაში ბევრად უფრო ნაკლებად წაგებულები დარჩებით.
3. გარემოს ნაკლებად აბინძურებ
ჰიბრიდულ მანქანებში ემისიები მაქსიმალურადაა შემცირებული. ამის შედეგად თქვენ გადაადგილებისას გარემოს ნაკლებად დააბინძურებთ. ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება კი ყველა ჩვენგანის ინტერესშია.
4. ზეთის გამოცვლა უფრო იშვიათად მოგიწევს
ჰიბრიდულ ავტომობილებში შიგაწვის ძრავს ხშირად ელექტრონული ძრავი ანაცვლებს, ამის გამო შიგაწვის ძრავის კომპონენტები ნაკლებად იცვითება და მას ზეთის შეცვლაც უფრო იშვიათად სჭირდება. როგორც ჩანს, ჰიბრიდი ამ კუთხითაც უფრო ეკონომიურია.
5. ჰიბრიდების შეკეთება მოსახერხებელია
წარსულში ჰიბრიდული მანქანის ყოლა, შესაძლოა, ზედმეტ თავის ტკივილთან ასოცირდებოდა, რადგან არ არსებობდა ადგილები, სადაც მას შეაკეთებდნენ. ახლა კი ეს საკითხი დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს. ჰიბრიდული ავტომობილების გავრცელებასთან ერთად სწრაფადვე გაიზარდა სახელოსნოების რაოდენობაც, სადაც შენს მანქანას შესაბამის სერვისს გაუწევენ. იმასაც გეტყვით, რომ ჰიბრიდული ავტომობილები საკმაოდ გამძლეა და მათ შეკეთება იშვიათად თუ სჭირდებათ.
6. მართვა უფრო სახალისოა
შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ეს სიმართლეა. ჰიბრიდის მართვისას შენ მუდმივად აკონტროლებ თუ რა წყაროდან იყენებს მანქანა ენერგიას. იქნება ეს შიგაწვის ძრავა თუ ელემენტი. დაღმართები კი ვიდეო თამაშებში ქულების დაგროვებას ჰგავს! ამ დროს შენი ელემენტი იტენება, ამ ენერგიას კი შემდეგ საჭირო დროს გამოიყენებ.
7. საწვავის ფასი მუდმივად იმატებს
ორი აზრი არ არსებობს, რომ რაც უფრო ნაკლებად იქნები დამოკიდებული საწვავზე, მით უკეთესია ეს შენთვის. ჰიბრიდის ყოლისას ბენზინზე გაკეთებულ ეკონომიას საკუთარ ჯიბეზე აუცილებლად იგრძნობ.
8. სამუხრუჭე ხუნდები უფრო დიდ ხანს ძლებს
ეს ჰიბირდული სისტემის სასიამოვნო "გვერდითი ეფექტია." ჰიბრიდები გარკვეულ დონემდე დამუხრუჭებისას მექანიკურ ხახუნს არ იყენებენ, ნაცვლად ამისა ამ დროს ჰიბრიდული ელემენტი იტენება, რის გამოც სამუხრუჭე ხუნდები ნაკლებად იცვითება.
9. მომენტალური აჩქარება
ჰიბრიდებში არსებულ ელექტრულ ძრავებს მანქანის მომენტალურად აჩქარება შეუძლია, ანუ მანამდე, სანამ შიგაწვის ძრავი საკმარისი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ამის გამო, დაბალ სიჩქარეებზე ჰიბრიდული მანქანები საკმაოდ სწრაფები არიან.
10. სიჩუმე
დაბალ სიჩქარეებზე ჰიბრიდები პრაქტიკულად უხმაუროდ გადაადგილდებიან, რაც დამატებითი კომფორტია.
15%-იანი ფასდაკლება ჰიბრიდებზე
საქართველოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით კომპანია ქარექსპრესი ადამიანებს ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების შეძენის შემთხვევაში 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს.
10 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორია კავკასიაში. ქარექსპრესი ლიცენზირებულია, რაც კომპანიას მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
თუ ავტომობილის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი შეავსეთ განაცხადი და მოითხოვეთ კონსულტაცია.
კომენტარები