თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვებს შლიან. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

3 საათზე მეტია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.