ამერიკელ რეპერ T.I.-ს შვილი ყოველწლიურად დაჰყავს გინეკოლოგთან "აპკის შესამოწმებლად"
ფოტო: Getty
ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, T.I.-მ პოდკასტში Ladies Like Us საუბრისას განაცხადა, რომ ყოველწლიურად თავისი 18 წლის შვილი, დეია ჰარისი გინეკოლოგთან საქალწულე აპკის შესამოწმებლად მიჰყავს. მომღერლის განცხადებით, მას სურს გააკონტროლოს, ჰქონდა თუ არა მის შვილს სექსი.
T.I. ხუთი მუსიკალური ალბომის მქონე მომღერალი და საკმაოდ ცნობილი მსახიობია, რომელსაც ისეთ პოპულარულ ფილმებში აქვს შესრულებული როლები, როგორებიცაა American Gangster, Entourage და Ant-Man. პოდკასტში საუბრისას მან თავად ახსენა, თუ როგორი კმაყოფილია თავისი მშობლიური პრაქტიკით:
"გინეკოლოგთან ყოველთვის თან მივყვები და მეთვრამეტე დაბადების დღის შემდეგაც უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შვილის საქალწულე აპკი ხელუხლებელია".
მომღერლის თქმით, მას იმაზეც აქვს ინფორმაცია, რომ საქალწულე აპკის დეფლორაცია სექსუალური აქტის გარდა სხვა საშუალებითაც შეიძლება მოხდეს:
"ექიმმა გამაფრთხილა, რომ ეს შეიძლება ველოსიპედის ტარების, ცხენზე ჯირითისა და კიდევ სხვა ფიზიკური აქტივობების გამოც შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე ვუპასუხე: ჩემი შვილი ცხენზე არ ჯირითობს, არც ველოსიპედს ატარებს და სპორტითაც არაა დაკავებული. ასე რომ, უბრალოდ შეამოწმე მისი საქალწულე აპკი და პასუხი მითხარი".
საქალწულე აპკის შემოწმებას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო თუ მეცნიერული გამართლება არ აქვს. 2018 წელს სამმა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ - ქალწულობის შემოწმების სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს:
"სამედიცინო თვალსაზრისით ეს არააუცილებელი და არასაჭირო სოციალური პრაქტიკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტკივილის, დამცირებისა და ტრავმის გამომწვევია, უნდა აიკრძალოს".
ფოტო: WHO
გარდა იმისა, რომ ეს მეთოდი ქალების უფლებებისთვის ყოვლად შემლახავი და დამამცირებელია, საქალწულე აპკის შემოწმება პრაქტიკულადაც კი გაუმართლებელია, რადგან ის უბრალოდ ყველა ქალის შემთხვევაში სულაც არ განსაზღვრავს სექსუალურ გამოცდილებას. საქალწულე აპკის თავისებურებასთან დაკავშირებით ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, საფარის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:
"საშოს შესასვლელთან განთავსებულ პატარა აპკს საქალწულე აპკი ჰქვია. იგი მთელ ხვრელს კი არ ფარავს, არამედ თითქოს ჭიმავს და ავიწროებს მას. პირველი სქესობრივი აქტის შემდეგ იგი იწელება ან იხევა, რაც სისხლდენას იწვევს. თუმცა, დეფლორაციის შემდეგაც კი, აპკის ეს მცირე ნარჩენი შიგნით რჩება. ისევე, როგორც სხვადასხვა ქალის ფიზიოლოგია, საქალწულე აპკის სიმკვრივეც განსხვავებულია. ამიტომ, თუ ერთ ქალს იგი ძალიან მალე უზიანდება, მეორეს, შესაძლოა, ტამპონების გამოყენების დროსაც მთელი ჰქონდეს".
T.I.-ს ამ განცხადებას არაერთი ორგანიზაცია თუ საჯარო პირი გამოეხმაურა. პოდკასტი, სადაც რეპერი ამ საკითხზე საუბრობდა, ოფიციალური საიტიდან წაიშალა და გადაცემამ Ladies Like Us ამ ფაქტის გამო ბოდიშიც მოიხადა.
ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით მომღერალს ან მის შვილს საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა ტვიტერის მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებული ერთ-ერთი პოსტი, რომლის ავტორიც T.I.-ს საქციელს "ამაზრზენს" უწოდებს, მისმა შვილმა, დეია ჰარისმა დაალაიქა.
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
კომენტარები