3 მაისს გამოქვეყნებული ვიდეოს Burn the Witch-ის გამოქვეყნებიდან 3 დღეში, 6 მაისს ჯგუფმა Radiohead-მა ახალი ალბომიდან მეორე სიმღერაც გამოაქვეყნა.

ახალი სინგლის Daydreaming კლიპი რეჟისორმა პოლ ტომას ანდერსონმა (მაგნოლია, და იქნება სისხლი) გადაიღო.

ახალ ვიდეოსთან ერთად ჯგუფმა ალბომის გამოშვების თარიღიც გაამხილა. Radiohead-ის რიგით მეცხრე ალბომი 8 მაისს, თბილისის დროით 22 საათზე დაიდება ციფრულ არხებზე, ხოლო ივნისიდან დისკებიც გაიყიდება.