მეუფე იაკობმა ითხოვა შენდობა საუბრის ფორმის გამო, შინაარსზე საუბარი არ ყოფილა — მეუფე საბა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტელეკომპანია პირველი
მეუფე საბას განცხადებით, სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის განცხადებების შინაარსი არ განუხილავთ. მისი თქმით, მეუფემ ბოდიში მხოლოდ საუბრის ფორმის გამო მოიხადა.
მეუფე იაკობმა ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი და სუს-ის უფროსი პატრიარქის გადაყენებას სთავაზობდნენ. მეუფე ამბობდა, რომ არავინ აინტერესებდა და იმუქრებოდა, რომ ყველას "დედას იმას უზამდა".
სინოდმა მეუფე იაკობს ტიტული შეუნარჩუნა და გაფრთხილება გამოუცხადა. ამის საპირწონედ, სინოდის სხდომაზე მღვდელსახურების უფლება შეუჩერეს მეუფე პეტრეს. პეტრე ცაავას თქმით, არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ "სანქცია" მეუფე იაკობის "გამოხტომის" გადასაფარად გაატარეს. მისი თქმით, სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის მოხდილი ბოდიში იყო პატრიარქთან შეთანხმებული სამარცხვინო სპექტაკლი.
რა თქვა მეუფე იაკობმა
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც, მისივე განცხადებით, "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე".
მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: ვახტანგ გომელაური, გიორგი გახარიას და გიორგი კვირიკაშვილი.
კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობი პასუხობს:
"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."
ეპისკოპოს იაკობის თქმით, მაშინდელ პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა, ილია მეორემაც იცის.
"პატრიარქის მკვლელობა ვისაც უნდოდა, იმ ხალხს მე არ ვაპატიებ არაფერს. არც მეუფე შიო ვიცი, არც მეუფე თეოდორე, არც არავინ. ისინი არ არიან ჩარეულები, მაგრამ სხვა მეუფეები, ზოგი ზღვაზე ნებივრობს, ზოგი სხვაგან ნებივრობს, იმათ დავარტყამ", — ამბობს ეპისკოპოსი.
იაკობის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში".
"ვგულისხმობ [პატრიარქის] მკვლელობას", — ამბობს იაკობი და აგრძელებს იმით, რომ არამარტო მეუფე პეტრე, არამედ, ჩარეულები იყვნენ ხელისუფლებიდან და ბიზნესიდან, კერძოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.
იაკობის განცხადებით "ციანიდის საკითხი" მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც "სახელმწიფოც იყო ჩარეული":
"შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, რაც გააკეთა, რაც თქვა. კვირიკაშვილს ვუთხარი შს მინისტრთან და უშიშროების უფროსთან ერთად, რომ შოთაძეს მაგას არ ვაპატიებ, არც ფარცხალაძეს. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია... ბიძინა ჩემზე ამბობს, ვინ არისო მეუფეო, არავინ არ არისო. ყველამ იცის ის, რომ ვარ ავტორიტეტული სინოდის წევრი. 9 წელია გავხდი ეპისკოპოსი და გავხდი საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში".
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები