თბილისის საქალაქო სასამართლომ პირს, რომელიც თანამზრახველთან ერთად მოქალაქეს ლიფტში თავს დაესხა და ძალადობის გამოყენების მუქარით 50 ლარი წაართვა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებული თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც არაერთგზის, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.