ჩაცმა — უნიკალური კონცეფციის მაღაზია ქართველი დიზაინერების პრაიმ ნამუშევრებით
რამდენიმე თვეა თბილისში ახალი ბრენდი ჩაცმა გამოჩნდა, რომელიც უკვე ორი შოურუმით არის წარმოდგენილი გალერია თბილისში და კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე.
ფოტო: ჩაცმა
ჩაცმა ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საკუთარი ოცნების ასასრულებლად და ბიზნესის დასაწყებად, კორპორატიული სამსახურის დატოვება წარმატებით სრულდება. მადო რომანაძე წლების მანძილზე ბანკში მუშაობდა, თუმცა ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და დღეს უკვე მიიჩნევს, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ჩაცმა არის ადგილი, სადაც ქართველი დიზაინერების შექმნილი პრაიმ ნამუშევრები იყიდება, მაგრამ ჩაცმის კონცეფცია ძალიან განსხვავდება მსგავსი იდეის მქონე მაღაზიებისგან. ტერმინი პრაიმ ნამუშევრები ახალია და გულისხმობს, რომ ის მოდელები, რომლებსაც დიზაინერები ჩაცმაში წარმოადგენენ ექსკლუზიურად ამ ბრენდისთვის არის შექმნილი.
"ჩვენ გვჯერა მოდის, რომელსაც არ აქვს შეზღუდვები, წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები და დაბრკოლებები. თანამედროვე ადამიანი უფრო და უფრო ნაკლებად არის გატაცებული საგნებით, ბევრად მნიშვნელოვანია, ვინ ხარ შენ, რას აკეთებ, ვიდრე, რას ფლობ. გვინდოდა, რომ ჩვენთან ჩაეცვა ყველას, ვისაც სურს თავის გამოხატვა და უყვარს მრავალფეროვნება, ამიტომ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ არ გვექნება შეზღუდვები არც ფასით (ჩაცმაში შეიძლება 50 ლარადაც იპოვო შენთვის სასურველი ნივთი და 2500 ლარადაც) და არც კონკრეტული მიმდინარეობით (აქ კლასიკურ სამოსსაც ნახავს სტუმარი და ე.წ. trash fashion-საც).
სწორედ ამ იდეას გამოხატავს ჩვენი პირველი საკომუნიკაციო მესიჯი — No Filter" — ამბობს ჩაცმას დამფუძნებელი მადო რომანაძე.
"როდესაც ხელს კიდებ ქართველი დიზიანერების თემას, ეს ეროვნულ სიამაყეს ეხება. ქართველ მომხმარებელს უნდა ეამაყებოდეს საკუთარ ქვეყანაში წარმოებული სამოსის ჩაცმა და ასევე ამ ფორმით ჩვენ გვაქვს საშუალება, ტურისტებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა, წარსული, აწმყო და მომავალი. ჩვენს მომხმარებლებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ტურისტები. სულ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ დიდი ხნის მანძილზე ქართველი დიზაინერების სამოსი ითვლებოდა ან ძალიან ძვირად, ან უხარისხოდ, ამიტომ ახალგაზრდა წარმატებულ ადამიანს ერჩივნა, შეეძინა ტანსაცმელი მასობრივი ბრენდების მაღაზიებში. ვცდილობთ, შევქმნათ ადგილი, სადაც მომხმარებელი დარწმუნდება, რომ ექსკლუზიური ნივთის შეძენა, კონკურენტულ ფასში და ხარისხით შესაძლებელია".
ჩაცმას მაღაზიების ვიტრინაში პირველს თვალს მოჰკრავთ ფერად სკუტერებს. როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დეკორაცია არ არის და ჩაცმას იდეის ერთგვარი სიმბოლოა.
"რატომ გახდა სკუტერი ჩვენი სიმბოლო? რადგან მანამდე ის გახდა ახალი თაობის სიმბოლო. ქართველი ახალგაზრდობა დაემშვიდობა შავი ჯიპების, შავი ტანსაცმლის პერიოდს და ამ ფერადი ტრანსპორტითაც გაუსვა ხაზი საკუთარ სურვილებს, ხედვებს. ჩვენ ვიზიარებთ ამ თაობის იდეას, ბრძოლას თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის. ჩაცმაში ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველთვის ვცდილობთ დიზაინერების ფერადი კოლექციები ავარჩიოთ ჩვენი მაღაზიებისთვის და ბედნიერები ვიქნებით, თუ ახალ თაობას, თვითგამოხატვაში ჩვენც დავეხმარებით, თუნდაც ჩაცმით".
ჩაცმა უკვე ფიქრობს გეოგრაფიულ გაფართოებაზე და სულ მალე რამდენიმე ახალი შოურუმის გახსნას გეგმავს.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა

კომენტარები