პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ პირველი ნაბიჯი აუტიზმის ცენტრი გახსნა
ფოტო: პაშა ბანკი
პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ პირველი ნაბიჯი აუტიზმის ცენტრი გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს შედგა. პაშა ბანკმა პარტნიორების და თანამშრომლების სახელით, ორგანიზაციას მშენებლობისთვის 5 000 ლარი გადაურიცხა.
პირველი ნაბიჯი — 1998 წელს დაარსდა და მისი მიზანია ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.
პაშა ბანკის და ფონდის თანამშრომლობა პირველად 2015 წელს შედგა. ბანკმა ორგანიზაციას ახალი წელი გამორჩეულად მიულოცა და საჩუქრად რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი არჩევანი (2015, შერეული ტექნიკა, აბრეშუმი, 50X50სმ) გადასცა, მისი პირდაპირი ან აუქციონის გზით რეალიზაციის უფლებით. ამავე წელს, აღდგომის მისალოცად, პაშა ბანკმა ფონდს, თავისი პარტნიორების სახელით, 10 000 ლარი გადაურიცხა.
2018 წელს პაშა ბანკმა პირველ ნაბიჯს აღდგომა ტრადიციული გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, ბანკმა ორგანიზაციის ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ძირი ხე დარგო.
"პირველი ნაბიჯი 21 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე. აუტიზმის ცენტრი 2002 წელს აშენდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ცენტრის რემონტი კი მხოლოდ ერთგული მეგობრების დახმარებით შევძელით. პაშა ბანკი ნამდვილად გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. პირველი ნაბიჯის და პაშა ბანკის მეგობრობა უკვე 7 წელია გრძელდება. ბავშვები მათი დახმარებით სუფთა და უსაფრთხო გარემოში მიიღებენ მათთვის ასე საჭირო მომსახურებებს", — განაცხადა პირველი ნაბიჯის დირექტორმა, თამარ ზაალიშვილმა.
"პაშა ბანკი განაგრძობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კლიენტები და პარტნიორები, ფონდთან პირველი ნაბიჯი თანამშრომლობას დადებითად შეაფასებენ. როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონდე კომპანია, ვიზიარებთ ფონდის ხედვას და მადლობას ვუხდით მათ განხორციელებული პროექტებისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი მცირედი წვლილით და ერთობლივი ძალებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ, ფონდის ბენეფიციარებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად", — განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები