ნოდია: სააკაშვილმა უნდა აირჩიოს ოდესის გუბერნატორია თუ საქართველოს ოპოზიციის ლიდერი
ფოტო: Ghia Nodia
პოლიტოლოგი გია ნოდია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ განცხადებას აქვეყნებს.
გია ნოდია მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგი ცუდია, ვინაიდან ისევ ერთი კაცის მიერ დომინირებული ხელისუფლება იქნება.
ნოდია ნაციონალური მოძრაობის დამარცხების მიზეზებს მიმოიხილავს და წერს, რომ "ნაციონალებმა" საშუალება მისცეს "ოცნებას", გამოეყენებინათ თავისი ყველაზე ძლიერი კარტი: წარმოესახათ "ნაციონალური მოზრაობა", როგორც შფოთის და არეულობის მომტანი ძალა.
ნოდია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ოდესის გუბერნატორობასა და ოპოზიციური ძალის ლიდერობას შორის, სხვაგვარად მისივე აზრით, საზიანოა როგორც პარტიისთვის, ასევე სააკაშვილისთვის.
გთავაზობთ გია ნოდიას განცხადების სრულ ვერსიას:
- არჩევნების შედეგი არის ძალიან ცუდი. არა იმიტომ, რომ ერთი პარტია მეორეს გვირჩევნია (ამაზე ყოველთვის სხვადასხვა აზრი გვექნება), არამედ იმიტომ, რომ ისევ ვიღებთ ერთი პარტიის და მის უკან მდგომი ერთი კაცის მიერ დომინირებულ ხელისუფლებას, რომელსაც ვერაფერი გააწონასწორებს. ივანიშვილს ეძლევა საშუალება, ბოლომდე განიმტკიცოს ძალაუფლებაზე მონოპოლია და ნელ-ნელა, თავის სტილში, მოაშთოს დამოუკიდებელი ქმედების ყველა კერა.
- ნაციონალები რეალურად დამარცხდნენ და ეს დამარცხება უნდა მიიღონ (რამდენად სამართლიანია ცესკოს მიერ დაფიქსირებული სხვაობა, სხვა საკითხია, ილუზიები საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე არა მაქვს, მაგრამ თავად მარცხის ფაქტი უდავოა). სრულიად დაუშვებელია, ისინი დაემსგავსონ 2008 წლის ოპოზიციას (რომელსაც სრულიად სამართლიანად დასცინოდნენ) და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადონ. ეს იქნება ქვეყნის და საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა და პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.
- არ გამოვრიცხავ, "ოცნებამ" ისე წაიყვანოს საქმე, რომ, რაღაც ეტაპზე, ხალხს ლეგიტიმური აჯანყების გარდა სხვა შანსი არ დაუტოვოს. მაგრამ ეს სამომავლო ვარაუდია. ახლა 2003 წლის ნოემბერი არ არის, ყოველგვარ რევოლუციურ სცენარზე საუბარი არსებითადაც არასწორია და "ნაციონალური მოძრაობისთვის" უკიდურესად წამგებიანი. დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, ისიც იყო, რომ "ნაციონალებმა" საშუალება მისცეს "ოცნებას", გამოეყენებინათ თავისი ყველაზე ძლიერი კარტი: წარმოესახათ "ნაციონალური მოზრაობა", როგორც შფოთის და არეულობის მომტანი ძალა.
- მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ლიდერი ახალი საქართველოს ისტორიაში, ის ახალი საქართველოს დამფუძნებელი მამაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რასაც ახლა აკეთებს და ამბობს, სწორია. პირველ რიგში, მან არჩევანი უნდა გააკეთოს: ოდესის გუბერნატორია თუ საქართველოს ოპოზიციის ლიდერი (თუნდაც არაფორმალური). ორივე ერთად არ შეიძლება. ცოტა მიკვირს, ამას პოროშენკო რატომ არ ეუბნება, მაგრამ მისი თქმა არ უნდა სჭირდებოდეს. "ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო სტრატეგიას მისი ლეგიტიმური ხელმძღვანელობა უნდა განსაზღვრავდეს. გაორებული მდგომარეობა "ნაციონალურ მოძრაობასაც" ავნებს და პირადად მიხეილ სააკაშვილსაც.
- "ნაციონალების" მარცხი მწარეა, მაგრამ "მესამე გზის" მაძიებელმა "შუაშისტურმა" მიმართულებამ სრული კატასტროფა განიცადა. მისი მთავარი შეცდომაა, რომ წარმოსახვით და არა რეალურ საქართველოში ცხოვრობს, "ფეისბუქი" და ქვეყანა ერთმანეთში ერევა. არ არის საკმარისი, აბსტრაქტულად სწორ რაღაცეებს ამბობდე, შენი ქმედებების (მათ შორის საარჩევნო გადაწყვეტილებების) შედეგებზეც უნდა იფიქრო.
- მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ვითარება, დღევანდელ საქართველოში "ნაციონალური მოძრაობაა" დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფი ძირითადი, თუ არა ერთადერთი რეალური ძალა. ეს ნიშნავს, რომ მას ძალზე დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება. ეს ასევე ნიშნავს, რომ აუცილებელია, მან და ყველა იმ პარტიამ თუ ჯგუფმა, ვინც დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე თავს დებს, თანამშრომლობა ისწავლონ - რაც ორივე მხრიდან ძალისხმევას მოითხოვს. ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელია, ყველამ მრავალი ურთიერთწყენა უნდა გადაყლაპოს. არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს გამოვა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ძალიან საჭიროა, თუ არა გადამწყვეტი.
- არსებულ ვითარებაში დემოკრატიის, და ქვეყნის, უკუსვლა გარდუვალია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, მაინც რამდენად შორს დავიხევთ უკან. ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული, ორგანიზებული უკან დახევა მომავალი გამარჯვების საწინდარია.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები