საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს
საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და განსაკუთრებით, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით მათთვის სპეციალური ტრენინგი გაიმართა, სადაც მეწარმეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები ფინანსური საჭიროების სამართავად. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ბიზნესის დაფინანსებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები, ბიზნესის საჭიროებები, ციფრული მარკეტინგი და სხვა.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ტრენინგი, რომელიც ეროვნულ ბანკთან ერთად ჩავატარეთ. ვფიქრობთ, ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ჩვენს ქალ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესი, გაიგონ რა წყაროებითაა შესაძლებელი ბიზნესის დაფინანსება და მიიღონ პრაქტიკული რჩევები თუ როგორ გაზარდონ პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვები ინტერნეტის საშუალებით", - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
"სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ფინანსური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მეწარმეების ფინანსურ განათლებას კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეწარმეო სექტორის მდგრადი განვითარების პროცესში. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია მეწარმეებს დაეხმარება შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლების, მათ შორის, მეწარმეთა ფინანსური განათლების საჭიროებას და სარგებლიანობას ხედავს კომერციული სექტორიც. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
ტრენინგის პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის შედგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ჩართულობით, „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) მონაწილეობით.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყონ სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის რას ვუყურო სექტემბერში? — სერიალები, რომლებიც ძალიან მალე გამოდის
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
"მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს "მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის" — გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება 7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
კომენტარები