კომიტეტმა ევროპული საქართველოს პროექტს რუსეთის მიმართ სანქციებზე მხარი არ დაუჭირა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ევროპული საქართველოს დადგენილების პროექტს რუსეთის მიმართ სანქციებზე მხარი არ დაუჭირა. დადგენილების ავტორის სერგი კაპანაძის თქმით, პროექტის მიზანი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციაა.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, დადგენილების არსი შემდეგი სამი პუნქტია, კერძოდ:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
- ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანა;
- ევროპის კავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ქართული ოცნების პოზიციით, ისინი მხარს არ უჭერენ დადგენილებას.
თამარ ხულორდავას თქმით, დადგებილება დამატებით დაბრკოლებას შექმნის ქართული ოცნების მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკაში.
"ჩვენ ისედაც დავდივართ ბეწვის ხიდზე, ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს ძალიან არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელთან და ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა, პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ფიქრობს, რომ საჭირო არ არის. ეს არის წმინდად დეკლარაციული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელც შედეგს არ მოგვიტანს. ჩვენ გვირჩევნია ძალისხმევის ფოკუსირება გავაკეთოთ შედეგებზე. რუსეთმა გადაიხადოს კონკრეტული ფასი იმ აგრესიული ქმედებების გამო, რომელსაც ახორციელებს და არა საზოგადოებამ", — განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ის ფიქრობს, რომ ევროპული საქართველოს დადგენილება პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება და არა ქვეყნისას. მისივე თქმით, ხელისუფლება მუშაობს აქტიურად საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთს წნეხი შეუქმნან და პოლიტიკური ფასი გადაახდევინონ.
"არ დაგცინით, თქვენ წარმოიდგინეთ", — ამ სიტყვებით უპასუხა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ თამარ ხულორდავას. მისთვის გაუგებარია, როგორ უჭერს მხარს თამარ ხულორდავა გია ვოლსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დადგენილების პროექტი მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული და სინამდვილეში, რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვისაა გამიზნული.
"ვოლსკის პასუხი რამე ლოგიკაში ჯდება? თუ თქვენ მხარს უჭერთ, რომ ამერიკა და ევროკავშირი პოლიტიკურ ფასს უჯენდეს რუსეთს, როცა ჩვენ მოქალაქეებს კლავენ, როცა საოკუპაციო ხაზს სწევენ, მაშინ პროვოკატორობას, რატომ გვაბრალებთ? არ გინდათ, რომ რუსეთს ოკუპაციის გამო სანქციები დააკისრონ? რატომ, რატომ? ომი რომ არ იყოს, ნაკლები შანსი რომ იყოს ჩვენს მოქალაქეებს ასე ცინიკურად და ცივსისხლიანად არ კლავდნენ, ნაკლები შანსი, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწიონ, ლოგიკურია, რომ რუსეთის ფედერაციამ იცოდეს, როცა ამ ნაბიჯს გადადგამს ექნება პრობლემა, მას დაუჯდება ფასი. თქვენ დიდი სადღეგრძელო გვითხარით, როგორ უჯენთ პოლიტიკურ ფასს რუსეთს და როგორ ეთანხმებით ვოლსკის? რატომ ხართ სერგის წინააღმდეგი და ვოლსკის მხარეს? თუ რამე ლოგიკა და პატრიოტიზმი გაქვთ ერთად, ოღონდ მიკიბ-მოკიბვით და საშინელებებით კი არა დღევანდელი საქმით. გია ვოლკის უთხარით, რომ სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებოს, ცეკას კაბინეტში აღარ ზის", — თქვა გიგა ბოკერიამ.
თამარ ხულორდავას თქმით, ისინი ამ საქმეს ისედაც აკეთებენ და დადგენილების მიღება საჭირო არ არის.
ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატის გია გაჩეჩილაძის თქმით, ევროპულმა საქართველომ რეზოლუციის პროექტი რთველისა და ციტრუსების კრეფის პერიოდში წარადგინა და მისი მიღების შემთხვევაში რუსეთი ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს.
"რეზოლუციის წარმოდგენა ხდება რთველის პერიოდში. ამავე დროს, ველოდებით აჭარაში ციტრუსების კრეფის დაწყებას. არის თუ არა თქვენი რეზოლუცია რუსეთის ინტერესების გამტარებელი, ანუ იმ საბაბის მიცემა რუსეთისათვის, რომელსაც დიდი ხანია ის ცდილობს, რომ საქართველოს გამოუცხადოს ეკონომიკური ბლოკადა. გადახედეთ ორი თვის წინანდელ პერიოდს და მიხვდებით რამდენადაა დაინტერესებელი ამაში რუსეთი. არის თუ არა ეს რეზოლუცია შემოგდებული იმისათვის, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები გამოიყენოს კახეთის, აჭარისა და გურიის მოსახლეობის წინააღმდეგ?" — იკითხა გიორგი გაჩეჩილაძემ.
სერგი კაპანაძემ გაჩეჩილაძეს უპასუხა:"ახლა არის რთველი, მერე ციტრუსები და რომელ თვეში შეიძლება? მკათათვეში, თიბათვეში, ვარდობისთვეში? როდის შეიძლება, რომ რუსეთზე რამე განცხადება გაკეთდეს?".
ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ სოფიო ქაცარავას რამდენჯერმე დაუსვა კითხვა, უჭერს თუ არა მხარს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს, როდესაც კლავენ საქართველოს მოქალაქეებს. მან კომიტეტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მოუწოდა, თავი არ აარიდოს პასუხს და სხვა თემაზე ნუ საუბრობს.
სოფიო ქაცარავამ ბოკერიას უპასუხა, რომ ანტისაოკუპაციო მიმართულებით მთავრობა ისედაც ბევრს აკეთებს და ამისთვის ევროპული საქართველოს ყიჟინა და კარნახი არ სჭირდებათ.
"ეს არის თქვენი დღის წესრიგი, რომ არასდროს არ მოისმინოთ, რა პოზიცია გვაქვს ჩვენ. ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარია სტაბილურობა და უსაფრთხოება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მაღალ დონეზე იდგეს. ამაზე თქვენი კარნახი და ყიჟინა არ გვჭირდება. გავიგეთ თქვენი დესტრუქციული ამოცანა რაც არის. ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა", — განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერისკენ კომიტეტს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამაც მოუწოდა: "დადგენილებას რომ არ უჭერთ მხარს ამით აძლევთ შესაძლებლობას პოლიტიკურ პარტიებს გამოიყენონ ესა თუ ის საკითხი თავის დღის წესრიგად. ამ დადგენილების მხარდაჭერით მოხსნიდით შესაძლებლობას, რომ პარტიებმა ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგად აქციოთ. თქვენ ასე აკეთებდით, მხარს უჭერდით ოპოზიციის რეზოლუციებს და შემდეგ ბაქიბუქობდით, რომ თქვენ პროდასავლური ძალა ხართ და ოპოზიციასთან ერთად იღებთ რეზოლუციებს".
საბოლოოდ, რეზოლუციას კენჭი უყარეს და მხარი და დაუჭირეს. კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ თქვა:
"ჩვენი მიზანი არის მშვიდობიანი, ნორმალური განვითარების უზრუნველყოფა. ამის მიღწევა დიდი ძალისხმევის შედეგია და უზრუნველყოფილია 7 წლის განმავლობაში ურთულეს პირობებში. ახლა ხელისუფლების სადავეები ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელშია და ჩვენ ვართ მშვიდობის მხარეს", — განაცხადა ხულორდავამ.
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყო ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყო ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა




კომენტარები