ნახეთ, როგორ შეცვლის საუკუნის პროექტი ანაკლიას
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობის პროექტია. აღსანიშნავია, რომ ის არა მხოლოდ ღრმაწყლოვან პორტს, არამედ ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პარკს, ფინანსური ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს, ამერიკული აკადემიის საუნვერსიტეტო კამპუსს, ამერიკულ ჰოსპიტალს, ინოვაციებისა და სტარტაპების ცენტრს, საერთაშორისო იპოდრომს, გოლფ კლუბსა და კიდევ ბევრ კომპონენტს მოიცავს.
პროექტის განხორციელების შედეგად ანაკლია გახდება სიახლის, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კომპანიების მიზიდულობის ცენტრი. ადგილი, სადაც ჰარმონიულად იქნება შეთავსებული საპორტო, ლოგისტიკური, საწარმოო, ბიზნესის, გართობის, დასვენებისა და დაბალანსებული ცხოვრების სტილის ყველა წინაპირობა.
ახალი ღრმაწყლოვანი პორტი მსოფლიოს უდიდეს გემებს მიიღებს, მილიონობით კონტეინერს გადაამუშავებს და აბრეშუმის გზის კარიბჭის ისტორიულ ფუნქციას შეასრულებს, ანაკლიის ინდსუტრიული პარკი კი ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.
წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებშიც ზღვისპირა ქალაქის ტრანსფორმაციას ცხადად დაინახავთ. ანაკლიის სრული პროექტის 3D მოდელირება-ვიზუალიზაცია შპს არტსტუდიო პროექტის მიერაა შექმნილი.
კომენტარები