0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ეფლის კუბის ახალი დიზაინი ცისარტყელას გარდამავალ ფერებში ზღაპრულად გამოიყურება
კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ მაღაზიას — მეხუთე ავენიუზე არსებულ მინის კუბს ეფლი უკვე 3 წელია არემონტებს. გასულ კვირას კი ეფლმა განახლებული კუბი წარადგინა, რომელიც ცისარტყელას გარდამავალ ფერებში ბრწყინავს.
განახლებული კონსტრუქცია შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა, სამწუხაროდ, ის სამუდამო არ არის. Apple-ის თქმით მბზინვარება სპეციალური ფირითაა გამოწვეული, რომელიც მინაზე დროებითაა გადაკრული.
ბოლო პერიოდში ეფლი საკუთარ ლოგოს ცისარტყელის ფერებში ხშირად აჩენს. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე ეფლი ყოველწლიურ პრეზენტაციას გამართავს, სადაც ახალ აიფონს და დიდი ალბათობით, ახალ Apple Watch-საც წარადგენს. ხოლო ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ რომელიმე ახალ მოწყობილობაზე ფერთა მსგავს გამას ვიხილავთ, უცნობია.
კომენტარები