ეფლი ახალ iPhone-ს 10 სექტემბერს წარადგენს
Apple-მა ყოველწლიური iPhone-ის წარდგენის ღონისძიების მოსაწვევები დააგზავნა. პრეზენტაცია 10 სექტემბერს ტრადიციულ ადგილას, კალიფორნიაში, ეფლის სათავო ოფისში გაიმართება.
მოსაწვევებში არაა ნახსენები, თუ ზუსტად რის წარდგენას აპირებს კომპანია. თუმცა, მიჩნეულია, რომ ღონისძიებაზე ეფლი iPhone-ის ახალ მოდელს წარადგენს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ახალ iPhone-ებს სამმაგი კამერა ექნება.
როგორც წესი, ეფლი ასეთ პრეზენტაციაზე მხოლოდ ერთი პროდუქტის წარდგენით არ იფარგლება. 2018 წელს კომპანიამ ახალ აიფონებთან ერთად Apple Watch-ის ახალი სერიაც გამოავლინა.
კომპანია მოწვევის პარალელურად გავრცელებულ ფოტოში, როგორც წესი, გარკვეულ მინიშნებას მალავს.
რას შეიძლება ნიშნავდეს ცისარტყელის ფერებში გაფორმებული ლოგო?
არსებობს ჭორები, რომ ეფლი ცისარტყელისფერებიანი ლოგოს დაბრუნებას აპირებს, ასევე ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, აიფონის ახალი მოდელი სწორედ ლოგოზე წარმოდგენილ ფერებში იყოს გადაწყვეტილი.
ამ ყველაფერს დანამდვილებით მხოლოდ 10 სექტემბერს გავიგებთ.
კომენტარები