ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თავისი არჩევანი თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, 48-ე უბანზე დააფიქსირა. როგორც თავად აღნიშნა, აუცილებელია, რომ არჩევნებში ყველა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა იმისთვის, რომ შედეგები არ გააყალბონ:

"8 საათზე ტელევიზიები გაყალბებულ ეგზიტპოლებს გამოაქვეყნებენ, არ დაუჯეროთ, ის შეკვეთილია, ფული გადახდილია. დაველოდოთ ნამდვილი ოქმების დათვლის შედეგებს. იმისთვის, რომ არჩევნები გამოვიდეს ისტორიული, საჭიროა ხალხი მასობრივი აქტივობა. ყველანი გამოდით სახლებიდან, უბნებიდან, სამსახურებიდან, რადგან დღეს უფრო დიდი საქმე საქართველოს არ გააჩნია. რიგებში დგომა, უბნებში გადავსება - ეს გარანტიაა, რომ არჩევნები არ გაყალბდება".