სამსახურები, რომლებშიც მატყუარები წინაურდებიან
უნდა ვაღიაროთ: ჩვენ ვიტყუებით, თანაც ბევრს. ვიტყუებით საუბრის შეწყვეტის ან წამოწყების მიზნით, სხვების ან ჩვენივე გრძნობების მოსაფრთხილებლად, მილიონობით პატარა ხრიკის მეშვეობით სოციალური თუ პროფესიული ცხოვრების გასამარტივებლად.
რაღაც დონეზე ჩვენ ისიც ვიცით, რომ ადამიანები, რომელთან ერთადაც ვმუშაობთ, გვატყუებენ ხოლმე. შეუძლებელია, რომ მათ ყოველთვის კარგი დღე ჰქონდეთ, მუშაობა ეხალისებოდეთ ან სრულიად იზიარებდნენ იმ კოლეგის ბედნიერებას, რომელიც მათ მაგივრად დააწინაურეს.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ტყუილი არა მხოლოდ განწყობის დასამალად გამოიყენება, არამედ თვითონ სამსახურის შინაარსშია გამჯდარი? ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, ზოგიერთ სამსახურში ტყუილის აქტუალურობის მიზეზი ხალხის ის წარმოდგენაა, რომ სიმართლისადმი ორაზროვანი დამოკიდებულების მქონე ინდივიდები დაკისრებულ საქმეებს უკეთესად უძღვებიან.
დამოკიდებულებები მატყუარა კოლეგებისადმი
ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ხალხს სჯერა, რომ მატყუარები პროდუქტის გაყიდვასთან დაკავშირებულ სფეროებში მეტად წარმატებულნი არიან.
ზოგადად, სამსახურში სიცრუისადმი მიდრეკილება უარყოფით თვისებად აღიქმება - თუ ვინმეს უწევს, ტყუილებით გაიტანოს თავი, ის, სავარაუდოდ, თავის საქმეში არც ისე დახელოვნებულია. გარდა ამისა, სიცრუემ, შესაძლოა, ნდობასა და გუნდური მუშაობის პრინციპებზე აგებული კულტურისათვის ზიანი მოიტანოს. მაგრამ ამერიკელი აკადემიკოსების, ბრაიან გუნიასა და ემა ლევინის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არსებობს გამონაკლისები ისეთი სამსახურებისთვის, რომლებიც მომხმარებლების ნაცვლად გაყიდვებზე არიან ორიენტირებულნი.
მარკეტინგში მომხმარებლებზე ორიენტირების არსი კლიენტთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა, მაშინ, როცა გაყიდვებზე ორიენტირება თვითონ გამყიდველის მიზნების მიღწევაზე კონცენტრირებას მოიაზრებს. ზოგიერთი პროფესია, მაგალითად ვაჭრობის ან საინვესტიციო საბანკო საქმიანობის ექსპერტობა, სტერეოტიპულად, გაყიდვებზე მკაცრად ორიენტირებულ საქმიანობებადაა მიჩნეული (თუმცა, რასაკვირველია, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია, რომ გამყიდველი ძალიან მზრუნველი იყოს, ხოლო სოციალური დაცვის სფეროში მომუშავე - საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული).
გუნიამ და ლევინმა კვლევაში მონაწილეებს - ბიზნესის ფაკულტეტის 500-ზე მეტ სტუდენტსა და ამერიკის შრომითი რესურსების მოპოვების ვებგვერდის, Amazon’s Mechanical Turk-ის კითხვარის შემავსებლებს - დაავალეს, ესა თუ ის სამსახური - გაყიდვებზე ორიენტაციის, ხოლო ჰიპოთეტური ინდივიდები კომპეტენტურობის მიხედვით შეეფასებინათ. მონაწილეებს მსგავსი სცენარების შეფასება მოუხდათ: ხარჯების აღრიცხვისას ჯულიმ ტაქსის მგზავრობის საფასურად იმაზე მეტი თანხა დაასახელა, ვიდრე რეალურად დაიხარჯა; ხოლო ჯეიმსი ნაოსნობის მოყვარულ უფროსთან საერთო ენის გამონახვის მიზნით იტყუება, რომ ნავით ცურვა მოსწონს.
საერთო ჯამში, რესპონდენტებს სჯეროდათ, რომ გაყიდვებზე ორიენტირებულ სფეროებში მეტ წარმატებას ის ინდივიდები მიაღწვდნენ, რომლებიც ტყუილებს ამბობდნენ და სამსახურში სწორედ მათ აყვანას უჭერდნენ მხარს. კერძოდ, მონაწილეთა 84-მა პროცენტმა გაყიდვებზე ორიენტირებული სამუშაოს შესასრულებლად მატყუარების დაქირავება არჩია, მაშინ, როცა მომხმარებელზე ორიენტირებული საქმისათვის მონაწილეთა 75-მა პროცენტმა გულწრფელ ინდივიდებს მიანიჭა უპირატესობა.
კვლევის შედეგები კი საინტერესოა, მაგრამ ბოლომდე სანდო არაა (ამასთან, კვლევის მონაწილეებს ძალიან ცოტა გადაუხადეს. Mechanical Turk-ს და მის მსგავს ქრაუდსორსინგზე ორიენტირებულ ვებგვერდებს შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებების გამო დღემდე საეჭვო რეპუტაცია აქვთ).
ასევე, ზუსტად არ ვიცით, რა ტიპის კორელაცია შეიძლება არსებობდეს კვლევის რესპონდენტთა შეხედულებებსა და მენეჯერთა მიერ შემუშავებულ დაქირავების სტრატეგიებს შორის. იმასთან დაკავშირებით, პრაქტიკაში მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა უფრო ეფექტიანია თუ - გაყიდვებზე, ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, როგორც ჩანს, სავაჭრო გარიგებათა წარმატებულად დასრულების შანსები მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომისას უფრო მაღალია ხოლმე.
დაფიქრდით: ისურვებდით, ბორტგამცილებელს თქვენთვის გულწრფელად ეთქვა, რომ მოსალოდნელი ტურბულენტობა სახიფათოა?
ფოტო: Alamy
სიცრუესა და კომპეტენციას შორის კავშირზე ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევაში "ბიზნესის სტუდენტები განგებ მივიწვიეთ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ შეხედულებებს, რომელთაც ვიკვლევთ, მომავალი დასაქმებულებიც იზიარებენ", - ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბუთის ბიზნესის სკოლის მეცნიერი, ლევინი, - "სტუდენტებს, რომლებსაც მენეჯმენტის სფეროში დასაქმება სურთ, შესაძლოა, მართლაც სჯეროდეთ, რომ სიცრუე კომპეტენტურობაზე მიუთითებს და, შესაბამისად, ეს შეხედულებები მომავალში დაქირავების პრაქტიკაში გადმოიტანონ".
მოაქვს თუ არა სამსახურში ნათქვამ ტყუილს სარგებელი?
ტყუილის თქმა, გარკვეულ დონეზე, ბუნებრივია. "ბუნებაში სიცრუე ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება", - წერს ფილოსოფოსი დეივიდ ლივინგსტოუნ სმიტი თავისი წიგნის, რატომ ვიტყუებით: სიცრუისა და არაცნობიერი გონების ევოლუციური ფესვები, შესავალში. ვირუსები მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ სისტემას აცურებენ, მაშინ, როცა მტაცებლების მოსატყუებლად ქამელეონი კამუფლაჟს იყენებს. გამონაკლისს არც ადამიანები წარმოადგენენ და ეს სამუშაო ადგილზეც ვრცელდება. მაგალითად, დამქირავებელი მენეჯერები აცნობიერებენ, რომ საკუთარ კვალიფიკაციას თითქმის ყველა აპლიკანტი გაზვიადებულად წარმოაჩენს.
ზოგიერთ სამსახურში სიცრუე აბსოლუტური საჭიროებაა (საიდუმლო აგენტები ამას დაგიდასტურებენ). ზოგი ადამიანისათვის კი დიპლომატია ტყუილის სინონიმია. სიცრუე, შეიძლება, კომპანიის სტრატეგიის ნაწილიც კი იყოს. ამის მაგალითია, როცა ქოლ-ცენტრი მომხმარებლის ცრურწმენების გამო მომუშავეებს იმის შესახებ ავალებს ტყუილის თქმას, თუ რომელ ქვეყანაში მდებარეობს კომპანიის ოფისი.
კერძო გამომძიებლობის მსგავსი ზოგიერთი პროფესიისთვის ტყუილი საქმის განუყრელი ნაწილია.
ფოტო: Alamy
უფრო ზოგადად, სამსახურეობრივი ტყუილის განმარტება, შეიძლება, ძალიან ბუნდოვანი იყოს. სამომხმარებლო სერვისი და იმ ტიპის ემოციური შრომა, რომელსაც ხშირად ქალები ასრულებენ, ჩვეულებრივ, მომუშავეთაგან გრძნობების შენიღბვას მოითხოვს. ნუთუ, მართლა გინდათ, რომ ბორტგამცილებელმა, ბარმენმა ან ფსიქიატრმა გითხრათ, რომ ტურბულენტობაზე უნდა ინერვიულოთ, რომ ვერ გიტანენ ან თქვენი მკურნალობისადმი აპათიურად არიან განწყობილნი?
ზოგიერთი სამსახური სითბოსა და მზრუნველობის ისეთ გამოვლინებებს მოითხოვს, რომლებიც, არსებითად, სანახევროდ ხელოვნური და სტრესულიცაა. როგორც ლევინი ამბობს, "ხალხს სჯერა, რომ ინდივიდები, რომელთაც საკუთარი ემოციების გაკონტროლება შეუძლიათ, უფრო კომპეტენტურები არიან, ვიდრე ისინი, რომელთაც ამის უნარი არ შესწევთ". ამ გაგებით, არაგულწრფელი ემოციების ჩვენება რაციონალური ქცევაა.
ეს, განსაკუთრებით, სოციალური მედიის ინფლუენსერების შემთხვევაშია მართალი, რადგან ისინი ავთენტურობასა და თამაშს შორის ზღვარს შლიან. მაგალითად ავიღოთ ინსტაგრამის ვარსკვლავები, რომლებიც "მოულოდნელი", ზღაპრული ნიშნობების სცენებს დგამენ. თუმცა, თუ ილუზია დაიმსხვრევა, ამან, შესაძლოა, ნეგატიური რეაქციები გამოიწვიოს.
დამამშვიდებელი პატარა ტყუილები
ზოგჯერ თეთრი ტყუილი უფრო ეთიკურ არჩევნად აღიქმება. "კვლევისას ვამჩნევ, რომ ბევრი ადამიანი მათივე სარგებლისათვის ნათქვამ ტყუილებს სიხარულით იღებს და დადებითად აფასებს", - შენიშნავს ლევინი. მაგალითად, "მომუშავეებს სჯერათ, რომ კოლეგებმა ისინი ისეთი უკუკავშირისაგან უნდა დაიცვან, რომლითაც ვერ ისარგებლებენ და მხოლოდ გულნატკენები დარჩებიან. კიბოთი დაავადებული პაციენტები კი ფუჭი იმედის მიღებას იმაზე მეტად აფასებენ, ვიდრე ონკოლოგებს წარმოუდგენიათ".
პრო-სოციალური ტყუილის, ანუ სხვების დასახმარებლად მიმართული სიცრუის გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ, დაუმსახურებელი სარგებლის მოპოვებისაკენ სწრაფვის ან სხვაგვარი ეგოიზმის ნაცვლად, იგი მზრუნველობის მიზნით ნათქვამ პატარა, თეთრ ტყუილებს მოიაზრებს.
ზომიერი სიცრუე ყოველთვის ტოქსიკური არ არის. მაგრამ, ზოგადად, სამუშაო პროცესი უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ხალხი სიმართლეზე დაყრდნობის ღირებულებას იგრძნობს.
ტყუილისადმი დამოკიდებულებაზე კულტურასაც შეიძლება ჰქონდეს გავლენა. როგორც ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, კოლექტივისტური კულტურის მქონე ქვეყნის შიგნით უფრო მოსალოდნელია, რომ ადამიანებმა საკუთარი რეპუტაციის დაცვისა თუ ჯგუფში ჰარმონიის შენარჩუნების მიზნით მოიტყუონ. ერთ-ერთმა კვლევამ, რომლის თანაავტორიც მერილენდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, მიშელ გელფანდია, რვა ქვეყნის წარმომადგენელი 1500 სტუდენტი ბიზნეს-მოლაპარაკების ისეთ სცენარში მოათავსა, სადაც ტყუილის თქმა მომგებიანი იქნებოდა. შედარებით კოლექტივისტური ღირებულებების მქონე ქვეყნების (როგორიცაა სამხრეთ კორეა და საბერძნეთი) წარმომადგენლებმა ტყუილს უფრო მეტად მიმართეს, ვიდრე ინდივიდუალისტური კულტურის მქონე ქვეყნების (როგორიცაა ავსტრალია და გერმანია) წარმომადგენლებმა. თუმცა სიცრუის თქმის მაჩვენებელი ზოგადად მაღალი იყო.
მეორე მხრივ, "თავისუფალი აზროვნება, შესაძლოა, წესების დაუმორჩილებლობასთან იყოს კავშირში", - აღნიშნავს გელფანდი. ზოგი კვლევა შემოქმედებითობასა და თვალთმაქცობას შორის კავშირზე მიუთითებს, ვინაიდან შემოქმედებით სფეროში მომუშავეებს თაღლითობის ლოგიკით გამართლება უადვილდებათ.
სამსახურეობრივი სიცრუისადმი ტოლერანტობის (ან მისი წახალისების) შემჩნევა, შესაძლოა, ძალიან რთული იყოს. ჰონგ-კონგის სითი უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროფესორი, ლონ უანგი ხაზს უსვამს, რომ "სიცრუის მხარდამჭერი ნებისმიერი ორგანიზაციული თუ ინდუსტრიული ნორმა ისე ინახება, როგორც საიდუმლო; ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებისგან მაინც". თუმცა იგი ეჭვობს, რომ მსგავსი ორგანიზაციული თუ ინდუსტრიული ნორმები მდგრადი ვერ იქნება და ამბობს, რომ "ისინი ადრე თუ გვიან გამოიდევნებიან".
ზომიერი სიცრუე ყოველთვის ტოქსიკური არ არის. მაგრამ, ზოგადად, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესი უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ხალხი სიმართლეზე დაყრდნობის ღირებულებას იგრძნობს. ზოგიერთი საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკოსი იმ მასობრივად საზიანო და განხეთქილების გამომწვევი შედეგების მაგალითად გამოდგება, რომელიც სამსახურში ტყუილის თქმას მოსდევს ხოლმე.
ასე რომ, საკითხავია, გვხდის თუ არა ჩვენ მიერ ნათქვამი ყველა პატარა ტყუილი ჩვენს საქმეში უკეთესს? ალბათ - არა. მაგრამ ამის გამო დიდად არც ნერვიულობა ღირს. როგორც ლევინი ამბობს, "ჩვენ ბევრს ვდარდობთ იმაზე, აქვთ თუ არა სხვებს ჩვენ მიმართ კეთილი ზრახვები. მაგრამ ყოველთვის არ გვანაღვლებს, ამბობენ თუ არა ისინი სიმართლეს".
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
კომენტარები