გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორზე პრეზენტაცია წარადგინა
ფოტო: საქართველოს ბანკი
გალტ & თაგარტმა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიის კვლევის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის სპეციალისტები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ბანკის კორპორატიული კლიენტები, მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
გალტ & თაგარტის კვლევაში განხილულია ღვინის და სპირტიანი სასმელების სექტორში არსებული ვითარება და ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების განვითარების პოტენციალი. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია სექტორის ძირითად ფინანსურ ინდიკატორებზე, საექსპორტო ბაზრებსა და მათზე დამოკიდებულებაზე, სექტორის ძირითად გამოწვევებსა და განვითარების პოტენციალზე. ასევე, გაანალიზებულია ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების პოზიციონირება ტოპ საექსპორტო ბაზრებზე და რუსეთზე დამოკიდებულების განმსაზღვრელი ფაქტორები.
კვლევის მიხედვით, 2019 წელს მოსალოდნელია სექტორის დაახლოებით 10-პროცენტიანი წლიური ზრდა. ეს მოლოდინები 2018 წელს ყურძნის რეკორდული მოსავლიდან და ექსპორტის ზრდის ტენდენციებიდან გამომდინარეობს. კვლევაში საუბარია, რომ 2013-2018 წლებში ღვინის ექსპორტი არატრადიციულ ბაზრებზე გასამმაგდა, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა ამ ბაზრებზე ქართული ღვინის დაბალი ცნობადობის პირობებში. იმის გათვალისწინებით, რომ აზიაში ღვინის მოხმარება საკმაოდ მზარდია, ამ ბაზრების მიმართულებით შესაძლებელია ქართული ღვინის ექსპორტის 120 მლნ აშშ დოლარამდე ზრდა მომდევნო 5 წელიწადში, რაც გადააჭარბებს რუსეთიდან მიღებულ ამჟამინდელ შემოსავლებს. ამის მისაღწევად საჭიროა ბრენდის პოპულარიზაციასა და სადისტრიბუციო ქსელების გაფართოებაზე კონცენტრირება. სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად იდენტიფიცირებულია შემდეგი გამოწვევები: თანამშრომლობის პლატფორმის/კლასტერების არარსებობა, ერთიანი სტრატეგიის არქონა საექსპორტო ბაზრებთან მიმართებაში და სუსტი კორპორატიული მმართველობა. სექტორის კონსოლიდაციისა და მასშტაბის ეკონომიის შემაფერხებელ ფაქტორებად კვლევაში სახელდება დაბალტექნოლოგიური საწარმოო მეთოდების გამოყენება, ყურძნის წარმოების მაღალი თვითღირებულება, დაბალი მოსავლიანობა, ფასის და ხარისხის არათანმიმდევრულობა და ფრაგმენტული საწარმოო პროცესები.
"ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სექტორია. 2013-18 წლებში სექტორის შემოსავლები თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 870 მილიონი ლარი შეადგინა. ღვინო საქართველოს მე-4, ხოლო ბრენდი მე-8 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია. 2018 წელს საქართველომ ღვინისა და ბრენდის ექსპორტიდან 305 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჩვენი გათვლებით, 2019 წელი სექტორისთვის, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კარგი წელი იქნება და შემოსავლები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება", — განაცხადა გალტ ენდ თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს ღვინის ბრენდინგთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა სარეკლამო სფეროს წარმომადგენელი, გიორგი პოპიაშვილი. შეხვედრაზე იმ მეღვინეებმა, რომლებმაც საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში — Vinexpo Bordeaux 2019-ში მიიღეს მონაწილეობა, სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა

კომენტარები