ადა მარშანია

25 Jun. 2019, 13:23

მინდა მივმართო ე.წ. ტელეარხებს და ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც არიან ამ სადისტური პარტიის [ნაციონალური მოძრაობის] მომსახურე პერსონალი, რომელიც კოჰაბიტაციაშია ქართულ ოცნებასთან და თანაოკუპანტია გავრილოვის. გავრილოვზე ნაკლებები ესენი არ არიან. 

თქვენ მე ამ დღეებში რა გამიბედეთ, რომ გამიბედეთ? რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ ათასჯერ? გავრილოვს მე ვუთავისუფლებდი თურმე ადგილს. ეს არის ნაძირლობა თქვენი მხრიდან. TV პირველის ჟურნალისტები, რომელთაც სამართლიანად ხალხში "პირგველი" ჰქვია და რუსთავი 2, ხალხში სამართლიანად "ცრუსთავი" რომ ჰქვია. ვაი, სამწუხაროდ, იმედის ჟურნალისტები ჩემთან ახლოს არ მოხვიდეთ და ჩემს კაბინეტთან არ მოხვიდეთ. თქვენ ხართ პროვოკატორები. ბოდიში მომიხადეთ იმისთვის, რაც გამიკეთეთ ამ დღეებში. 

თქვენ მე ნუ მასწავლით ოკუპანტს როგორ და რანაირად უნდა ველაპარაკო. მე ოკუპანტის ბუდეში ჩავდივარ მოსკოვში, თვალებში ვუყურებ და იმ ოკუპანტს ვეუბნები იმას, რაც ეკუთვნის რომ ვუთხრა. თქვენ ამას თქვენი კამერებით მისდღემჩი ვერ გააკეთებთ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი…