ევროპული საქართველო იუსტიციის სამინისტროს მერაბიშვილის საქმეზე ტყუილში ადანაშაულებს
ევროპული საქართველო იუსტიციის სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებს. დღეს, 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში რამდენიმე ტყუილია.
კანდელაკის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიება, როდესაც მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოძიება იყოს მასშტაბური და სწრაფი, რათა დაისაჯონ უსწრაფესად.
ევროპული საქართველოს წევრის თქმით, იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, თითქოს მინისტრთა კომიტეტმა მიიჩნია ნორმალურად ვანო მერაბიშვილის დაზარალებულად არაღიარება.
გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებაში პირდაპირ შეშფოთებაა გამოხატული ვანო მერაბიშვილის დაზარალებულად არაღიარებაზე.
"იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრთა კომიტეტი აღარ დაუბრუნდება ამ საქმის აღსრულების განხილვას სექტემბერში. მინისტრთა კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ 30 სექტემბერს განახლდება ამ თემაზე დისკუსია", — განაცხადა კანდელაკმა.
კანდელაკის განცხადებით, არასწორად არის ინტერპრეტირებული საკუთრივ საქმე, თითქოს, კანონიერად მიიჩნია ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ევროსასამართლომ. მისივე ცნობით, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ წინასწარი პატიმრობის გაგრძელება იყო დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა სხვა პოლიტიკური მოტივი.
იუსტიციის სამინისტროს განცხადება
საქართველოს იუსტიციის სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ადვოკატების მოთხოვნისა, მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი მინისტრთა კომიტეტმა საერთოდ არ განიხილა.
იუსტიციის სამინისტროს ვერსიით, მინისტრმა კომიტეტმა მოიწონა, რომ:
- 2013 წელს მომჩივნის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ვანო მერაბიშვილს მიეცა წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე და მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
- 2019 წლიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების შენახვა ამჟამად არსებულ 5-დღიან ვადაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით − 30 დღით გახდება შესაძლებელი;
- პარლამენტმა დაამტკიცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს ფარული და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას სამოხელეო დანაშაულებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს.
მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხებამდე რამდენიმე თვე პრემიერ-მინისტრი იყო, 2013 წლის მაისში დააკავეს მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.
მერაბიშვილმა სტრასბურგის სასამართლოში მისი წინასწარი პატიმრობა გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი.
ერთ-ერთ პრეტენზიაში, რომელიც კონვენციის მე–18 მუხლს ეფუძნება, მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის ხელისუფლებამ პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების მოტივით დააკავა. ის ასევე აცხადებდა, რომ წინასწარი პატიმრობის დროსაც დევნიდნენ. მისი თქმით, 2013 წლის დეკემბერში, გამოიყვანეს საკნიდან, რათა გვიან ღამით მაშინდელ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შეხვედროდა. მერაბიშვილის თქმით, ფარცხალაძემ ის დააშინა და დაადანაშაულა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და ასევე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საიდუმლო ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანაზე, ციხის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის თაობაზე სამსახურებრივი შემოწმება 2013 წლის 20 დეკემბერს დაიწყო.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ 2014 წლის 14 იანვარს განაცხადა, რომ სამსახურებრივმა მოკვლევამ არ დაადასტურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა.
2016 წლის 14 ივნისის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო, არა იმიტომ, რომ სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით "გონივრული ეჭვის" საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, "არამედ პროკურატურამ ის გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად" იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები