შფოთვითი აშლილობის ტიპები და მათი დაძლევის გზები
ფოტო: Chuwy / Getty
თუ შფოთვითი აშლილობა გაწუხებთ, პირველი, რაც უნდა იცოდეთ, ისაა, რომ მარტო არ ხართ. "ეს დაავადება ძალიან გავრცელებულია", - ამბობს ჩიკაგოს სამკურნალო ცენტრის, Light on Anxiety CBT-ის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის საჯარო განათლების კომიტეტის შფოთვისა და დეპრესიის ასოციაციის (ADAA) თანათავმჯდომარე, დებრა კისენი. ADAA-ს მონაცემებით, ყოველწლიურად მხოლოდ აშშ-ში ორმოცი მილიონი ადამიანი, ანუ მთელი მოსახლეობის თვრამეტი პროცენტი, შფოთვითი აშლილობებით ავადდება. შედეგად, ის აშშ-ში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადებაა, რომლითაც უფრო მეტი ადამიანი იტანჯება, ვიდრე დეპრესიით. ამასთან, შესაძლებელია, რომ ამ კონდიციათაგან ორივე ერთდროულად განგივითარდეს და ასეთი შემთხვევები ხშირიც კია.
კარგი ამბავი ისაა, რომ შფოთვითი აშლილობები უმრავლეს შემთხვევაში მკურნალობას ემორჩილება. "რამდენად უსიამოვნოც უნდა იყოს ის, შფოთვისგან გათავისუფლება, მართალია, დიდი ძალისხმევის ხარჯზე, მაგრამ მაინც შესაძლებელია", - ამბობს კისენი.
ეს დაავადება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიით - რაც ფსიქოლოგთან საუბარს მოიაზრებს - და სხვადასხვა მედიკამენტის მიღებით იკურნება.
"თუ შფოთვით დაავადებული ადამიანები შიშს საბოლოოდ დაძლევენ და უსაფრთხოების მოსაპოვებლად მიმართულ კონტრპროდუქტიულ ქმედებებს შეწყვეტენ, მათ შესანიშნავი პროგრესის მიღწევა შეუძლიათ", - ამბობს კისენი.
შფოთვითი აშლილობა სხვადასხვა ტიპისა შეიძლება იყოს. აი, ექვსი მათგანი:
1. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
ფოტო: iStock
"თუ მუდმივად იმაზე ნერვიულობთ, რომ კატასტროფამ, შესაძლოა, ნებისმიერ წამს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტი თავდაყირა დააყენოს, მაშინ დიდი შანსია, რომ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა გჭირთ", - ამბობს ფსიქიატრი და ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი, ექიმი დეილ პიპლსი. ამ აშლილობით დაავადებული ადამიანები "ნერვიულობენ ფინანსებზე, საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, სამსახურზე და სკოლაზე. მაშინ, როცა ისინი საკუთარ განცდებს აანალიზებენ, ხვდებიან, რომ მათი ღელვა გადამეტებული და ირაციონალურია, მაგრამ მოვლენების საშინელი სცენარით განვითარებაზე ფიქრს ვერაფრით წყვეტენ". ამ მდგომარეობას შეუძლია გაღიზიანება, თავის ტკვილი და კუჭთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ADAA-ს მონაცემებით, გენერეალიზებული შფოთვითი აშლილობით აშშ-ში შვიდი მილიონი ადამიანი, ანუ მთლიანი მოსახლეობის სამ პროცენტზე მეტია დაავადებული.
2. პანიკური აშლილობა
ფოტო: Getty
ადამიანები, რომლებიც პანიკის შეტევებით იტანჯებიან, გადაულახავ შიშს განიცდიან, რომლის დროსაც სხეული თავდაცვის ან გაქცევის რეჟიმში გადადის, თითქოს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ სიტუაციაში იმყოფებოდეს. "ამ დროს იმავეს გრძნობ, რასაც ადამიანი, რომელსაც, მაგალითად, დათვი გამოსდევნებია", - ამბობს პიპლსი, - "პანიკური შეტევის დროს თქვენი გულისცემა იზრდება, სუნთქვა გიხშირდებათ, თვალებში გიბნელდებათ, კანკალი გეწყებათ და ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს მსოფლიოს დასასრული დგება. ეს ყველაფერი სხეულის დამცავი ბუნებრივი სისტემის ამოქმედების შედეგია, მაგრამ როგორც კი თქვენი ორგანიზმი ამ რეჟიმში გადადის, პანიკისგან ვერაფრით თავისუფლდებით და თავზარდაცემული რჩებით". ზოგჯერ პანიკა ყოველგვარი გარე ფაქტორისგან დამოუკიდებლად, მოულოდნელად იწყება; ზოგჯერ კი ის გარკვეული სახის სტრესის ან ფობიის გამომწვევი მოვლენით აქტიურდება. ზოგიერთი პანიკური შეტევა იმდენად მძიმეა, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი ხდება საჭირო.
3. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
ფოტო: Getty
"ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია რაიმე აზრის აკვიატება და იმგვარი შინაგანი იმპულსის გაჩენა, რომელიც გარკვეული ტიპის ქმედებების გაკეთებას აიძულებთ", - ამბობს პიპლსი. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი გამუდმებით იმაზე ფიქრობს, სახლში გაზქურა ჩართული ხომ არ დარჩა, მიუხედვად იმისა, რომ ნათლად ახსოვს, როგორ გამორთო ის. კომპულსიური ქმედების კლასიკური მაგალითია ადამიანი, რომელიც ხელებს, ბაქტერიების თავიდან აცილების მიზნით, დღეში უამრავჯერ იბანს.
4. სოციალური შფოთვითი აშლილობა
ფოტო: Getty
"სოციალური შფოთვითი აშლილობა, რომელიც აქამადე სოციალური ფობიის სახელით იყო ცნობილი, დამცირების, შერცხვენის ან უარყოფის ირაციონალური შიშის გამო სოციალური სიტუაციებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით ხასიათდება", - ამბობს ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ფსიქიატრიის ასისტენტ-პროფესორი, ექიმი დაიანა სამუელი, - "სოციალური აშლილობით დაავადებული ადამიანი ხალხის თავშეყრის ადგილებში ყოფნას ან თავს არიდებს ან ეს დიდი მღელვარების ფასად უჯდება. ამან, შესაძლოა, არამარტო მის სოციალურ, არამედ, ასევე, პროფესიულ ან აკადემურ ცხოვრებაზეც იქონიოს ზეგავლენა. მაგალითად, ამ აშლილობის მქონე ადამიანები საკლასო დისკუსიებში ან ჯგუფურ პროექტებში მონაწილეობას თავს არიდებენ ხოლმე".
5. სპეციფიკური ფობიები
ფოტო: Getty
"ბევრ ადამიანს ფრენის ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარების ეშინია. თუმცა, უმრავლესობას ამ დისკომფორტის დაძლევის უნარი აქვს და ფრენასაც ახერხებს და - საჭირო ანალიზების ჩატარებასაც", - ამბობს კისენი. მისივე თქმით, სპეციფიკურ ფობიებს ადამიანებისთვის ცხოვრების გამწარება შეუძლიათ: "ფობია საშუალოდან მძიმე შფოთვას იწვევს და ადამიანს ნორმალურად ფუნქციონირების უნარს ართმევს. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს ობობის შიში ჰქონდეს, მაგრამ, თუკი ობობების სიახლოვეს არ უწევს ცხოვრება, ეს მასზე დიდ ზეგავლენას არ ახდენდეს. მაგრამ თუ ის ობობების შიშით პარკში წასვლაზე ან ფეხბურთის ვარჯიშზე შვილების წაყვანზე უარს ამბობს, ეს უკვე ისეთი ფობიაა, რომელიც მას სრულფასოვნად ცხოვრებაში უშლის ხელს".
ADAA-ს მონაცემების მიხედვით, ადამინები ყველაზე ხშირად ცხოველების, მწერების, ბაქტერიების, სიმაღლის, ჭექა-ქუხილის, მანქანის მართვის, ფრენის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ლიფტში მგზავრობის, სტომატოლოგიური ან სხვა სამედიცინო პროცედურის ჩატარების ფობიებით იტანჯებიან.
6. აგორაფობია
ფოტო: Getty
"აგორაფობია სპეციფიკური ფობიების მსგავი შიშია, მაგრამ მეტად მასშტაბურია, რადგან სახლის დატოვებისა და ეგრეთ წოდებული კომფორტის ზონიდან გასვლის შიშებს აერთიანებს", - ამბობს კისენი. ADAA-ს მონაცემების მიხედვით, ამ ფობიით შეპყრობილი ადამიანები განსაკუთრებით ისეთ ადგილებში ყოფნას არიდებენ თავს, როგორებიცაა სავაჭრო ცენტრები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტოსადგომების მსგავსი ღია სივრცეები ან კინოთეატრების მსგავსი დახურული სივრცეები. აგორაფობია უფრო ხშირად ქალებს ემართებათ. აღსანიშნავია, რომ პანიკური აშლილობის მქონე ადამიანები აგორაფობიით დაავადების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან; ADAA-ს მონაცემებით, პანიკური აშლილობით დაავადებულ, დაახლოებით, ყოველ მესამე პირს აგორაფობია უვითარდება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები