სიმბოლოები და ქვეტექსტები Game Of Thrones-ის ბოლო სერიაში, რომლებიც, შესაძლოა, გამოგრჩათ
ფოტო: HBO
თუ ფინალური სერია არ გინახავს, სპოილერების პოლიცია ამ სტატიის წაკითხვას გიკრძალავს!
Game Of Thrones დასრულდა და ტრადიციულად, ფანების არმია გულგატეხილია იმის გამო, რომ ათეულობით თეორია არ ახდა. თეორიები გვერდზე რომ გადავდოთ, უგულებელყვეს ბევრი დეტალი, რომელზეც წინა სეზონებში თავად ამახვილებდნენ ყურადღებას.
მიუხედავად ამისა, ფინალურ სერიაში იყო მომენტები, რომელიც წინა სეზონებთან გვაკავშირებდა. მაგალთად, დეინერისის ხილვიდან გაცოცხლებული კადრები. ასევე, იყო სიმბოლური ჩანაფიქრები, რომელიც შესაძლოა ვერ შენიშნეთ.
ცვლილებები მეფის სავანეში
ამ სეზონში რეჟისორებმა დიდი ყურადღება დაუთმეს GOT-ის ინტროს, რომელშიც თითქმის ყველა ცვლილება აისახა. ბოლო ეპიზოდის ინტროში ვხედავთ, რომ მეფის სავანე დაზიანებულია. ეს იმის ხაზგასმაა, რომ ქალაქმა ომი გადაიტანა.
გარდა ამისა, რკინის ტახტის თავზე აღარ ჩანს ლანისტერების გერბი. ეს ნიშნავს, რომ მათი მმართველობა დასრულდა. თუმცა, რეჟისორებმა არც ტარგარიენების გერბი გვაჩვენებს, რაც მინიშნება იყო იმაზე, რომ დეინერისი ტახტს ვერ დაისაკუთრებდა.
ჭეშმარიტი დრაკონი
დეინერისის შეშლილ მეფე ეირისთან მსგავსებაზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ. პერსონაჟის ცვლილებით შოუს ავტორებმა გვითხრეს, რომ ის საბოლოოდ დაემსგავსა ტარგარიენებს და მისი მონეტა არასახარბიელოდ დაეცა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.
მაყურებელს არ უნახავთ როდის გაიღვიძა დეინერისში დრაკონმა, რადგან ის გამოჩენისთანავე ცეცხლის მიმართ უდრეკი იყო. სერიალის დასასრულს პროდიუსერებმა ხაზგასმით გვიჩვენეს, რომ დეინერისს არამხოლოდ დრაკონის სისხლი აქვს, ის საბოლოოდ გახდა დრაკონი — უმართავი, ძლევამოსილი და შურისმაძიებელი.
რკინის ტახტი
რკინის ტახტი, რომლის მოპოვებისთვის ბრძოლას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა სერიალში ბევრ პერსონაჟზე მეტ ყურადღებას იქცევს. გავიხსენოთ როგორ შეიქმნა ის.
როცა ეიგონ დამპყრობელი ვესტეროსში ჩავიდა, ის მართავდა დრაკონებიდან უდიდესს, ბეილორ შავ ძრწოლას. სწორედ ბეილორის ცეცხლმა შეადუღა დაცემულ მტრებთა ხმლებისგან რკინის ტახტი.
დეინერისი, ასევე, მართავდა დრაკონებიდან უდიდესს, დროგონს. სწორედ დროგონის ცეცხლმა გაანადგურა ის.
ფოტო: HBO
ფოტო: HBO
ხომ არაფერს გაგონებთ? ჯონ რ.რ. ტოლკინის საგაშიც, ბეჭდების მბრძანებელი ბეჭედი ვულკანის ცეცხლმა გაანადგურა. სწორედ ამ ცეცხლში გამოიწრთო ის. აქვე აღსანიშნია, რომ ბეჭდების მბრძანებელთან მსგავსება სერიალს ბასტარდების ბრძოლის დროსაც ჰქონდა. გარდა ამისა, ფინალური სერიის დასაწყისში დეინერეისის ჯართან გამოჩენა და საბრძოლო მოწოდება ძალიან ჰგავს სარუმანის გამოსვლას.
ჯეიმი ლანისტერი — მეფის მკვლელი და მეფის შემქმნელი
ოქროს ლომი ჯეიმი ლანისტერი არამხოლოდ გვარით და ომში მიღწეული წარმატებით, არამედ მეფის მკვლელობით იყო ცნობილი. მან ზურგიდან დაჭრა შეშლილი მეფე ეირის ტარგარიენი, რითაც ახალ ეპოქას დაუდო სათავე.
მართალია ეს თეორია საკმაოდ ჩახლართულია, მაგრამ ფანების ნაწილი თვლის, რომ სწორედ ის გახდა მეფის შემქმნელიც. ანუ, რომ არა ჯეიმი ბრანი ვერასდროს გახდებოდა მეფე. განვიხილოთ რატომ.
ფანები თვლიან, რომ ჯეიმის ბრანი კოშკიდან რომ არ გადაეგდო და მას მოძრაობის უნარი არ დაეკარგა, არ დაინტერესდებოდა ფრენის სწავლით. შესაბამისად, ვერ გახდებოდა სამთვალა ყორანი და ვერ დაეუფლებოდა სამყაროს ცოდნას. ამ შემთხვევაში ის იქნებოდა უბრალო ლორდი, რომელიც ფინალისთვის ან გადარჩებოდა ან არა და მას არ აირჩევდნენ მეფედ.
ასევე, ბრანი ხშირად ახსენებს ფრაზას: შენ იქ იყავი სადაც საჭიროა. ამას ეუბნება ის თეონს სიკვდილის წინ და ჯონს დამშვიდობებისას. პერსონაჟი, რომელმაც სამყაროს წარსული იცის გვეუბნება, რომ ყველამ თავისი როლი შეასრულა. შესაბამისად, ჯეიმი ლანისტერმაც ითამაშა თავისი როლი — მოკლა ვესტეროსის ერთი მეფე და "შექმნა" მეორე.
გარდა ამისა, მეფობის შეთავაზებისას ბრანი ამბობს: შენი აზრით, რისთვის გავიარე ეს გზა. მისი გზა კი სწორედ კოშკიდან ჩამოვარდნის შემდეგ დაიწყო.
გოგონა არავინ არ არის, გოგონა არია სტარკია
მას შემდეგ, რაც არია ბრაავოსიდან სამშობლოში დაბრუნდა, ფანები ხშირად განიხილავდნენ, რომ ის არავინ გახდა. ამ მოსაზრების განმტკიცებას ხელი შეუწყო სერიალის ერთ-ერთმა პრომომ, რომელშიც სტარკების საგვარეულოში შემავალი არია, სანსას და ჯონისგან განსხვავებით, წინაპრებთან კავშირში არ ჩნდება.
ამას დაემატა ისიც, რომ არიას არასდროს გამოუთქვამს სურვილი ან პრეტენზია ვინტერფელის სამართავად და დატოვა ვინტერფელი ღამის მეფის დამარცხების შემდეგ. ეს დეტალები ფანებს აფიქრებინებდა, რომ არია საბოლოოდ არავინ გახდა და სტარკობაზე უარი თქვა. თუმცა, თეორია არ გამართლდა.
ეს ჯერ კიდევ წინა სერიებში გამოჩნდა, როცა არია ოჯახის მნიშვნელობაზე საუბრობდა. მაგრამ, ფინალში პროდიუსერებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ ის ჭეშმარიტი სტარკია.
სერიალის დასასრულს არიას ჯონის და სანსას ახალი ცხოვრების გზას პარალელურ რეჟიმში გვაჩვენებენ. ამ ფორმით პროდიუსერებმა იმას გაუსვეს ხაზი, რომ ნედ სტარკის შვილები სერიალის მთავარი ისტორია იყო და ისიც აღნიშნეს, რომ არია ამ ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილია.
იმ კადრებში, სადაც ჩანს, რომ არია ვესტეროსს ტოვებს და ახალი მიწების აღმოსაჩენად მიდის ხშირად გვხვდება სტარკების სიმბოლო მგელი. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ის სტარკების გემით ტოვებს ვესტეროსს და სწორედ ამიტომ, თუმცა პროდიუსერებს თამამად შეეძლოთ ის გრეიჯოების ან სულაც, თავისუფალ გემზე ეჩვენებინათ.
აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკური ვარაუდია არია სტარკი შევადაროთ ფერნანდო მაგელანს, როგორც დიდი მოგზაური, ვიდრე არავის უსახოთა ჯგუფიდან. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ მოგზაურობის სურვილი არიამ ჯერ კიდევ მე-6 სეზონში გამოთქვა. როდესაც დაჭრილი იყო და მსახიობმა, ლედი კრეინმა შეიფარა.
გარდა ამისა, ეს კადრი მინიშნება იყო მეოთხე სეზონზე, როცა არიამ ვინტერფელი დატოვა და ბრაავოსში წავიდა. მაშინ ის გამოუცდელი გოგო იყო, რომელმაც სამყარო გაიცნო. ახლა კი ის ახალი სამყაროს აღმოჩენას აპირებს.
ჩრდილოეთის დედოფალი
ამ ამბავს დიდი შესავალი არ სჭირდება. ბევრი იშრომა, იღვაწა, ბევრისგან ისწავლა და საბოლოოდ, თავისას მიაღწია — სანსა ჩრდილოეთის დედოფალი გახდა. მისი კორონაციის დღეს სამოსს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
სანსას კაბას მკლავებზე ამოქარგული აქვს საღვთო ხეების ფოთლები. ეს ხეები ჩრდილოეთის სიმბოლოა. მის გვირგვინზე გამოსახულია მგლები — სტარკების სიმბოლო.
ეს გვირგვინი ძალიან ჰგავს სერსეისას, რაც გასაკვირი არ არის. სერსეის სტილი არაერთხელ აისახა სანსას ვარცხნილობასა და ჩაცმულობაში. სანსაც ხშირად აღიარებდა, რომ მისგან ბევრი ისწავლა.
რაინდის დასრულებული ისტორია
ერთგულ მაყურებელს ემახსოვრება მომენტი, როცა ჯოფრი ბარათეონი ბიძამისსა და ამავდროულად მამას, ჯეიმის დასცინის იმის გამო, რომ ლორდ კომანდორების ისტორიის წიგნში მას მხოლოდ ნახევარი გვერდი ეთმობა.
ჯოფრი ამბობს, რომ ცალხელა მებრძოლს 30 წლის ასაკში შანსი აღარ აქვს საგმირო საქმეები ჩაიდინოს, რომ მისი ისტორია შეივსოს. ამის შესახებ თავად ჯეიმიც ესაუბრება ბრიენას, როცა ისინი მეფის სავანეში არიან, მაგრამ შვიდი სამეფოს რაინდი ბრიენა ტართი ჯეიმის ისტორიას ასრულებს.
ბრიენა წერს, როგორ ჩავარდა ჯეიმი ტყვედ და როგორ გაათავისუფლა ის კეტლინ სტარკმა; როგორ დაკარგა მან ხელი, აიღო რივერანი, ჰაიგარდენი და როგორ შეუერთდა ღამის მეფის წინააღმდეგ მებრძოლთ. ისტორიის დასასრულს კი ის წერს, რომ ჯეიმი თავისი დედოფლის დაცვისას მოკვდა.
ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
მართალია სერიალის სიუჟეტი საკმაოდ აცდა ყინულისა და ცეცხლის სიმღერის საგას, მაგრამ პროდიუსერებმა ფინალური სეზონი ისე არ დაამთავრეს, რომ ერთგვარი კვეთა არ ჰქონოდათ. ამისთვის კი ყველაზე მარტივი გზა იყო წიგნის გამოჩენა, რომელსაც ყინულისა და ცეცხლის სიმღერა დაარქვეს.
გაიხსენეთ მომენტი, როცა სემი ციტადელშია და არქიმეისტერ ებროსს ესაუბრება. არქიმეისტერი ამბობს, რომ 5 მეფის ომზე წიგნს წერს, რომლის სათაურიც სემს არ მოსწონს და ურჩევს რამე უფრო პოეტური დაარქვას. პოეტური კი ჯორჯს მარტინის საგის სახელწოდება აღმოჩნდა.
უცნობია რა შუაშია 5 მეფის ომთან ყინულისა და ცეცხლის სიმღერა, რომელიც ღამის მეფისა და ტარგარიენების დაპირისპირების ან დეინერისისა და ჯონის ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ამ მომენტში იყო კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. სემი ტირიონს ეუბნება, რომ ის წიგნში ნახსენები საერთოდ არ არის. ფანები ვარაუდობენ, რომ აქ იყო პარალელი ჯორჯს მარტინზე. მწერალს ნათქვამი აქვს, რომ მას ტირიონ ლანისტერის პერსონაჟი განსაკუთრებით უყვარს და თავთან აიგივებს. ფანები თვლიან, რომ პროდიუსერებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ისტორიაში, რომელიც ბოლოს ეკრანებზე ვიხილეთ, მარტინი არ ფიგურირებდა და ამბავი მათ განავითარეს.
სამთვალა ყორანი
სიტუაციამ მოითხოვა დავაზუსტოთ, რომ ბრიენი კი ეკურთხა შვიდი სამეფოს რაინდად, მაგრამ აწ უკვე 6 სამეფოს რაინდია, რადგან ახალ მეფეს ბრანდონ სტარკს ემსახურება. ბრანდონმა კი მეშვიდე სამეფოს, ვინტერფელს დამოუკიდებლობა უბოძა.
ბრიენი მეფის გვარდიის წევრია. ამის დასტური მის ახალ აბჯარზე გამოსახული სამთვალა ყორანია.
დასაწყისი და დასასრული
ყველას გახსოვთ როგორ დაიწყო Game Of Thrones? წლების შემდეგ ფანების მოგონებაში პირველ კადრებად სტარკების გამოჩენა ან თეთრი მავალის ცისფერი თვალები ილექება. თუმცა, ასე არ არის. პირველ კადრში ჩვენ ვნახეთ, როგორ გაიღო კედლის ერთ-ერთი კარიბჭე. მსგავსი კადრი გვაქვს ფინალშიც.
როგორც მაშინ, ახლაც ვნახეთ, როგორ გამოვიდნენ კედელს მიღმა სამნი: ჯონი, ტორმუნდი და ლანდი. მათ მოჰყვებიან ველურებიც.
თუმცა, უფრო საგულისხმო და გულისამაჩუყებელი მომდევნო კადრია. პირველ სერიაში ამ კართან ერთად ჩვენთვის მარტინის სამყაროს კარიც გაიღო. ფინალურ ეპიზოდში კი ისევ დაიხურა.
გაიგეთ მეტი:
- დეინერისის ხილვა და რეალობა — წინა სეზონიდან გაცოცხლებული კადრები GOT-ის ფინალში
- წყლისა და ყავის სიმღერა — GOT-ის ფინალურ სერიაში ამჯერად პლასტმასის ბოთლი გამოჩნდა
- პეტიციას, რომლითაც Game Of Thrones-ის ხელახლა გადაღებას ითხოვენ მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი
- Game Of Thrones-ის ფინალურ სერიას შოუს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
გადახედვა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა BM.GE: სასტუმრო "ბილტმორი" გაიყიდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა



















კომენტარები