გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი პროცესი ერთ საათში, ბიულეტენების დათვლის დროს დაიწყება. მისი აზრით, ყველა ბიულეტენის დათვლას აქვს მნიშვნელობა და თუ იბრძოლებენ, ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებენ.

მისი თქმით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს როგორც ზუგდიდში, ისე მარნეულში.

"არ დაიზაროთ და მიდით არჩევნებზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ ზეწოლის ფონზე, გადავკეტეთ მუშაობის პროცესი და შევქმენით გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს ნების დაფიქსირების საშუალება. ჩვენი მონაცემებით, მყარი პოზიციები გვაქვს და არჩევნები სანდრა რულოვსის გამარჯვებით დასრულდება", — განაცხადა ვაშაძემ