ვიდეო: ტყუილად გგონიათ, რომ მუცელნემსა ჰაერით იბერება
როგორც იცით, მუცელნემსა (Pufferfish) შეშინებისას იბერება, რა დროსაც ის ზომაში დაახლოებით ორჯერ იმატებს. ამის მიზანი მტაცებლების დაფრთხობაა, თანაც, გაბერვისას ზომაში მომატების გარდა მისი შხამიანი ეშვებიც უფრო ადვილად შესამჩნევი ხდება, რაც მის შეჭმას ართულებს.
ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ მუცელნემსა ჰაერით იბერება, რაც მცდარი წარმოდგენაა.
ვიდეოში ჩანს მუცელნემსა, რომელიც იფუშება, რამაც ინტერნეტის გაკვირვება გამოიწვია. სინამდვილეში მუცელნემსა ზომაში გაორმაგებას ორგანიზმში წყლის დაგუბებით ახერხებს.
მუცელნემსას კანი განსაკუთრებით ელასტიურია, საფრთხეში მოხვედრის შემდეგ ისინი ცდილობენ, რომ გაბერილი მანამდე დარჩნენ, სანამ მტაცებელი მათ თავს არ დაანებებს.
წყლიდან ამოყვანის შემთხვევაში მათ გაბერვა შეიძლება ჰაერითაც სცადონ, თუმცა, ამ დროს ისინი უჟანგბადობის გამო სწრაფად იღუპებიან.
მუცელნემსების შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ მას დელფინები ნარკოტიკული თრობისათვის იყენებენ. თევზი გაბერვისას სპეციალურ ტოქსინს გამოჰყოფს, რომლის მისაღებადაც დელფინები მუცელნემსას რიგრიგობით რბილად კბენენ.
კომენტარები