მაჭახელას ხეობაში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.