5 კანონი, რომლის მიღებასაც გადავურჩით
პარლამენტში ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ ბევრი უცნაურობა ხდება. ხმაურით შეწუხებულმა დეპუტატებმა ჯერ ყურსასმენები მოითხოვეს და დღის ბოლოს თავის ტკივილის წამლები მოიმარაგეს, შემდეგ დარბაზში "დინამიკების" დამონტაჟებისთვის 100-100 ლარის შეგროვების იდეა წამოაყენეს. ამ ყველაფერს ფერების აღქმის პრობლემაც დაემატა. ოცნების დეპუტატები წითელ და მწვანე ფერებს ვეღარ არჩევენ და ხმის მიცემისას ღილაკებიც ერევათ.
ღილაკების ფერების არევამ დალაგებულ პარლამენტში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. უმრავლესობამ გუნდიდან წასული დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენა. შეშინებულმა ქართულმა ოცნებამ ხმის მიცემის წესები სახელდახელოდ ამობეჭდა, 16-იანი შრიფტით და დეპუტატებს მაგიდაზე დაახვედრა. სასწავლო მასალამ ზაზა ხუციშვილს ვერ უშველა. მან კვიციანის დისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და მოგვიანებით მხარდაჭერა ღილაკების არევით ახსნა.
რომელი სულელური ინიციატივები იქცეოდა კანონებად, დეპუტატებს ხმის მიცემის ღილაკები ქუთაისის პარლამენტშიც რომ არეოდათ? — რამდენიმე ამოვარჩიეთ და თამამად, შეიძლება ითქვას, რომ გადარჩენილები ვართ!
1. ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა
ქართული ოცნების დეპუტატებს ფერების აღქმის პრობლემა 2016 წელსაც რომ ჰქონოდათ, ბუსუსებიან პრეზერვატივს ვეღარ იყიდდით და შედეგად, პრეზერვატივების ბაზარზე მრავალფეროვნებითაც ვეღარ დატკბებოდით.
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბუსუსებიანი პრეზერვატივი ერთ-ერთი პირველი განსახილველი საკითხი იყო. კანონპროექტი უკან გაიწვიეს, თუმცა ისტორიას მაინც შემორჩა მაშინდელი ქართული ოცნების დეპუტატების ფრთიანი ფრაზები.
კობა დავითაშვილი: "არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება და ასეთი გაიყიდება".
2. სერიალების აკრძალვა
კობა დავითაშვილმა მოზარდთა დაცვის მიზნით, სერიალებისა და აზარტული თამაშების აკრძალვა მოითხოვა. დეპუტატის აზრით, უნდა აკრძალულიყო ყველა ის სატელევიზიო გადაცემა თუ შოუ, რომელიც პოლიგამიურ, ჰომოსექსუალურ და ბისექსუალურ ურთიერთობებს "უწევდა პროპაგანდას".
მაშინ რომ დეპუტატებს ღილაკები არეოდათ, ცხოვრებას გასპარ ნოეს სიყვარულის, Sense8-ის გარეშე დაასრულებით და აღარც ლურჯი იქნებოდა ყველაზე თბილი ფერი.
3. ტრადიციული სამოსი პარლამენტში
ფოტო: ამერიკის ხმა
წარმოგიდგენიათ პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც გუგული მაღრაძე ჩიხტიკოპით, სოფო კილაძე კი სადიაცოში გამოწყობილი ზის, ზაქარია ქუცნაშვილს ჩოხა-ახალუხი აცვია, ემზარ კვიციანი კი წაღებს ისწორებს?!
ეროვნული სამოსით საქართველოს პარლამენტში სიარულის ინიციატივა ბიძინა გუჯაბიძემ წამოაყენა. მოგვიანებით, კი თავისი იდეის შთამბეჭდაობაში დასარწმუნებლად თავად ჩაიცვა თეთრი ჩოხა და პარლამენტში მივიდა. მოგვიანებით, დეპუტატები ერთხმად მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ "პარლამენტს უფრო სერიოზული საკითხები უნდა განეხილა".
4. ეკლესიის მდივანი პარლამენტში
ემზარ კვიციანს, სოფო კილაძეს, მარიამ ჯაშს, ზაზა ხუციშვილს ან ნებისმიერ სხვას რომ ღილაკები არეოდა, პარლამენტში ეკლესიის წარმომადგენელი იჯდებოდა. ალბათ სესიას, არა ჰიმნით, არამედ ლოცვით გახსნიდნენ, სიტყვით გამოსვლამდე კურთხევასაც აიღებდნენ. ნეტა, შარვლებით სიარულიც აიკრძალებოდა?
5. აიკრძალოს საფლავზე დალევა, ჭამა, ყვავილები; 3 დღე არდასაფლავება
ეს ერთი შეხედვით "მიცვალებულთან მოპყრობის ქართული ტრადიციის ჩამოშლის ინიციატივა" პარლამენტში ჯერ კიდევ განსახილველია. მიცვალებულისადმი მოპყრობის კანონით დარეგულირებას მოქალაქე ანზორ ჯაიანი ითხოვს. ეს ის შემთხვევაა, როცა ღილაკების არევას ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით.
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება

კომენტარები