სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს. უწყების ცნობით, მან სიღნაღის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს მერიის ხარჯზე კონცერტის გამართვა შესთავაზა.

სუს-ის ცნობით, თანხმობის მიღების სანაცვლოდ ბრალდებულმა საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2 500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქრთამის მიცემას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაშ მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.