ჭავჭავაძის #5-ში მიმდინარე აქციაზე ერთმანეთს პოლიცია და დემონტრანტები დაუპირისპირდნენ. მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა სცადეს.

პოლიციამ აქტივისტები ტროტუარზე გადაიყვანა, რა დროსაც დემონსტრანტებმა ის ღობე დააზიანებს, რომლითაც მშენებლობაა შემოსაზღვრული. სწორედ, ამ ადგილზე დაიღუპა ორი მუშა, მიწის ჩამოშლის შედეგად.

სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით გამართული აქციის წევრები აცხადებენ, რომ მინისტრების მოსვლამდე არ დაიშლებიან. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებთან, დავით სერგეენკოსთან და გიორგი ქობულიასთან, ასევე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს დროს 23:00-მდე აძლევენ. აქცია 7 საათიდან მიმდინარეობს.