კალიფორნიაში "სუპერ აყვავებაა" — ხედი კოსმოსიდან
წელს სამხრეთ კალიფორნია განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება, რის გამოც ის უამრავ ადამიანს იზიდავს.
საცობების, გადათელილი ყვავილებისა და გაჭედილი ტუალეტების ფონზე, კალიფორნიის მთავრობამ სელფის ჯოხებითა და ინსტაგრამის ანგარიშებით შეიარაღებული ტურისტებისათვის უოლკერის კანიონი დროებით დაკეტა კიდეც.
ახლა კი ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურება ეს სანახაობა კოსმოსიდან.
19 მარტს DigitalGlobe-ის მფლობელობაში მყოფმა თანამგზავრმა, WorldView-2-მა ყაყაჩოებით მოფენილ უოლკერის კანიონს ფოტოები გადაუღო.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ შეადაროთ, თუ როგორ გამოიყურებოდა კანიონი 2018 წლის აგვისტოში და როგორ გამოიყურება ის ახლა.
ახლა კანიონი კვლავ გახსნილია, თუმცა ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შეზღუდული.
თანამგზავრით გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე უოლკერის კანიონისაკენ მიმავალი, მანქანებით დატვირთული გზაც ჩანს.
უდაბნოს უეცარი აყვავება ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს დაიწყო, ხოლო ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მომავალი კვირებისა და დღეების განმავლობაში სამხრეთ კალიფორნია კიდევ უფრო აყვავდებოდა, რაც ნამდვილად გამართლდა.
სუპერ აყვავება უხვი ნალექის მქონე ზათრის, შემდეგ კი ტემპერატურების უეცრად მომატების შედეგია.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები