ომბუდსმენი: GDS–ის ეთერში გასული სიუჟეტი ჰომოფობიურ განწყობებს აღვივებს
ფოტო: სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი GDS-ის მიერ მომზადებულ გადაცემაში ბინა 18 23 აპრილს გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ იგი ჰომოფობიური განწყობების გაღვივებისა და დისკრიმინაციული ქმედებების წახალისებისკენაა მიმართული.
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის ავტორმაც, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, ჰომოფობიური გამონათქვამებითა და შეხედულებებით გაჯერებული სიუჟეტი შემოგვთავაზა აუდიტორიას. ომბუდსმენის თქმით, თავად სიუჟეტის ავტორიც არ ერიდება სიძულვილის ენის ტირაჟირებას:
"სიუჟეტის შინაარსობრივი მხარის შეფასებისას ნათლად გამოჩნდა საკითხის გაშუქებისადმი არაობიექტური მიდგომა მაშინ, როდესაც მედიასაშუალებებს შეუძლიათ დადებითი წვლილი შეიტანონ ისეთი ფასეულობების დამკვიდრებაში, რომლებიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას განაპირობებს".
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა, ლგბტ პირთა მიმართ არსებული დისკრიმინაციული განწყობების გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხების გაშუქება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს იმისთვის, რომ სტერეოტიპების გამყარება და ძალადობის წახალისება არ მოხდეს.
ომბუდსმენი ასევე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სიუჟეტის ავტორი ღიად გამოხატავდა სიძულვილს ლგბტ ადამიანების მიმართ, რესპოდენტებს ახსენებდა მის მიერ გაკეთებულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას და მათ ანალოგიური აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა:
"სიუჟეტის განმავლობაში ავტორი ლგბტ ადამიანებს მოიხსენიებს მცდარი ტერმინით -ერთსქესიანები".
ნანუაშვილის განმარტებით, ტელევიზიით გასული მსგავსი სიუჟეტი ხელს უწყობს უარყოფითი სტერეოტიპული შეხედულებების გაძლიერებას ლგბტ ადამიანების მიმართ და ახალისებს სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციული მოტივით მათი უფლებების შეზღუდვას.
ომბუდსმენი განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ GDS-მა სიუჟეტის ავტორი სამუშაოდ მის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური გამონათქვამების შემდეგ მიიწვია.
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
კომენტარები