ილონ მასკი: ქაღალდის ფული გაქრობის გზას ადგას
სამშაბათს ARK Invest-ისთვის ჩაწერილ პოდკასტში მასკმა განაცხადა, რომ ქაღალდის ფული ნელ-ნელა ქრება.
"კრიპტოვალუტა ფასეულობების გადასაცემად ბევრად უფრო უკეთესი გზაა, ვიდრე დაჭრილი ქაღალდი", - განაცხადა მასკმა.
მასკის თქმით, ბიტკოინის უკან მდგარი ტექნოლოგია ძალიან, ძალიან ჭკვიანურია. მისი აზრით, საკმაოდ პერსპექტიულია ეთერიუმი და ზოგიერთი სხვა კრიპტოვალუტაც.
თუმცა, Tesla კრიპტოვალუტის ბიზნესში ჩართვას არ აპირებს. მასკის თქმით, ეს კომპანიის რესურსების გამოყენების ჭკვიანური გზა არ იქნება. თანაც, კრიტპოვალუტაზე მუშაობა ძალიან დიდ ელექტროენერგიას საჭიროებს.
"ჩემი აზრით, კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ის ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ამჟამად ერთი ბიტკოინის შექმნა ძალიან "შრომატევადი" პროცესია", - აცხადებს მასკი.
მასკის თქმით, მას ჰყავს მეგობრები, რომლებიც კრიპტოვალუტის სფეროში ძლიერად არიან ჩართულნი, თუმდა თავად მას კრიპტოვალუტა საერთოდ არ გააჩნია, გარდა 0,25 ბიტკოინისა, რომელიც მას მეგობარმა წლების წინ მისცა.
მასკი საკუთარ ტვიტში ტვიტერის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჯეკ დორსის ახსენებს, რომელიც ბიტკოინის აქტიური მხარდამჭერია.
"მსოფლიოს საბოლოოდ მხოლოდ ერთი ვალუტა ექნება, ინტერნეტშიც და რეალურ ცხოვრებაშიც. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს ბიტკოინი იქნება. ეს ალბათ დაახლოებით 10 წელიწადში მოხდება, თუმცა პროცესების უფრო დაჩქარება გამორიცხული არ არის", - განაცხადა დორსიმ მარტში The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კომენტარები