ბრალდების მხარეს მოაქვს კალანდიას ის ჩვენება, რომელიც აწყობს — ხორავას ქუჩის საქმის ადვოკატი
ფოტო: რამაზ ჩინჩალაძე / Facebook
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში პროკურატურას ის ჩვენება მიაქვს, რაც მას აწყობს. მისივე ცნობით, რამდენჯერაც კალანდია მიდის დაკითხვაზე, ეს იქნება საგამოძიებო ორგანო თუ სასამართლო, ყოველთვის რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებებს აძლევს. ადვოკატი აცხადებს, რომ არსებობს, კალანდიას სხვა ჩვენებები, რომელიც ბრალდების მხარეს არ აწყობს და სხდომაზე არ წარუდგენია:
"წინა სხდომაზე მოწმე აცხადებდა, რომ ის ორჯერ იყო დაკითხული გამოძიებაში. პროკურორმა მოითხოვა მხოლოდ ერთი ჩვენება, სადაც კალანდიასთან დაკავშირებით არაფერს არ ამბობს, კონკრეტული მოწმე. ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე, მას არ ახსოვდა ეჭირა თუ არა ხელში დანა და გადასცა თუ არა სხვას. მე მოვიპოვე ოქმი, რომლის მიხედვითაც მოწმე აცხადებს, რომ დიახ, კალანდიას ხელში მან დაინახა დანა. ბრალდების მხარეს არ აწყობდა ეს ოქმი და ამიტომ არ მოიტანა სხდომაზე... პროკურატყრა თავდაპირველ ვერსიას ადგას ისევ, იმ უსაფუძვლო ვერსიას, რაც გააბათილა პივრლმა ინსტანციამ. კალანდიას რეაბილიტაციას ცდილობს ბრალდების მხარე".
ხორავას ქუჩის საქმეზე შეცვლილი ჩვენებები
2018 წლის მარტის ბოლოს დაიკითხა მიხეილ კალანდია, რომელიც პირველ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა და ამ საქმის ე.წ. პირდაპირი მოწმეა. ეს ის მოზარდია, რომელიც 51-ე სკოლასთან დეიდაშვილის, მირზა სუბელიანის შვილის თხოვნით მივიდა და "საქმის გასარჩევად" მეგობრები მიიყვანა.
კალანდიამ ჩვენება ხუთჯერ შეცვალა. სამჯერ გამოძიებისას, ორჯერ კი სასამართლოში, ფიცის ქვეშ. კალანდიამ პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი, ემთხვევა პროკურატურის ვერსიას.
სასამართლომ საქმეზე ბრალდებული ორივე არასრუწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა. ერთ-ერთი მოზარდი დამნაშავედ სცნეს მხოლოდ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. სასამართლოს განაჩენით, დავით სარალიძის მკვლელი უცნობია.
გაიგეთ მეტი: 1 წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან — მოკლედ
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
კომენტარები