აშშ-ს სენატმა ხაშოგის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის პრინცს დააკისრა
აშშ-ს სენატორებმა ერთსულოვნად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის პრინცს მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდას აკისრებს. მათ მოუწოდეს საუდის არაბეთის ხელისუფლებას დასაჯონ დამნაშავეები.
საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთიდან დევნილი ჟურნალისტი იყო, რომელიც The Washington Post-ის მესვეტედ მუშაობდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა, სადაც ის მოკლეს.
სენატორების პოზიცია ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას საუდის არაბეთის სამეფოს მიმართ. პრეზიდენტმა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანგარიშიც არ მიიღო, რომლის მიხედვითაც ჯამალ ხაშოგი, შესაძლოა, პრინცის ბრძანებით მოკლეს.
გარდა ამისა, აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო იემენის კონფლიქტში აშშ საუდის არაბეთს სამხედრო დახმარებას წყვეტს. იემენის რეზოლუციას მხარი 56-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 41 წინააღმდეგი იყო. რეზოლუციის ავტორები იყვნენ სენატორები ორივე, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან.
რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და შესაძლოა პრეზიდენტმა ის არ მიიღოს. დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ მის დაბლოკვას აპირებს. მოსალოდნელია, რომ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა რეზოლუციას არ დაამტკიცებს.
იემენში 2015 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიცია თავს დაესხა შიიტი მუსლიმების დაჯგუფებას, ჰუსიტებს.
იემენის კონფლიქტის რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ს პრეზიდენტს კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს ყველა სამხედრო ძალა იმათ გარდა, ვინც უშუალოდ ექსტრემისტებს ებრძვის.
ამავე თემაზე:
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები